x
image
beko777
საქართველოს დროშა იცვლება?

imageროგორც ჩვენმა ინფორმატორმა "ქართულ ოცნებასთან" ღრმად-დახლოებულმა პირმა გვაცნობა, ერთ-ერთ შიდა პარტიულ სხდომაზე თურმე სერიოზულად დაისვა საკითხი, საქართველსო სახელმწიფო დროშის (განსაკუთრებულად) შეცვლასთან დაკავშირებით - გასაგები მიზეზების გამო, რადგან დროშა "ქართული ოცნების" ნომერ პირველი მტრის - "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული დროშა იყო 2003 წლამდე და ქვეყნის მათი სათავეში მოსვლის შემდეგ, 2004 წლიდან მიხეილ სააკაშვილმა ის, საქართველოს სახელმწიფო დროშად ააფრიალა.


imageროგორც აღმოჩნდა მსგავსი საკითხი პარტიულ სხდომაზე პირველად არ დაუსვამთ და ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ერთ-ერთ ნომერ პირველ საკითხად - სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის შეცვლის საქმე განიხილებოდა, რადგან ის ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი სისხლიანი მმართველობის სიმბოლოდ აღიქმებოდა. როგორც ჩანს "ოცნებაშიც" აღმოჩნდნენ ჭკვიანები, რომლებსაც უბრალოდ დაუჯერეს - საკითხი დროებით გადაედოთ, რადგან ეს ფაქტი უკვე "ნაცების" ღია დევნად აღიქმებოდა და რჩევა - რომ დროებით მაინც დაევიწყებინათ - გაითვალისწინეს.


გავიდა 2 წელი და როგორც ჩანს პარტიულ სხდომებზე ისევ გაახსენდა ვიღაცას, რომ ამჟამინდელი სახელმწიფო დროშა, მიხეილ სააკაშვილის პირადი ახირებით გასახელმწიფოებრივებული სიმბოლო იყო და აქტიურად ალაპარაკდნენ საკითხის სადაც ჯერ არს, იქ გატანაზე.


არვიცით რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს ამბავი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანას და უფრო კი ხელისფლებას 2015 წელს გაცილებით დიდი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი ვიდრე, "სააკაშვილის დროშის" შეცვლაზე მსჯელობა და ფიქრია: - პრეზერვატივების კანონი მიღებულია, ჩოხა-ახალუხით პარლამენტში სიარულის ამბავი კომისიაზე განხილულია, პენსიონერებისთვის 10 ლარის მომატება (მაგრამ წლის ბოლოს) გადაწყვეტილია (მერე რა, რომ დღეს 1$=2 ლარს).... და აწი დროშის გამოცვლისთვისაც მოიცლიან ალბათ....

2
264
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
264
  
2015, 27 იანვარი, 14:06
ესენი მშვიდად ვერ წავლენ მთავრობიდან
2015, 27 იანვარი, 13:41
ვაი უბედურო საქართველო......
0 1 2