სხვა იტალიაში მოხდა 'სასწაული"-მონაზონმა ბავშვი გააჩინა 2015, 25 იანვარი, 16:20 ბოლო ერთ წელიწადში ეს უკვე მეორე შემთხვევაა იტალიაში, როდესაც მონაზონი ბავშვს აჩენს.
იტალიაში მოხდა მორიგი "სასწაული".ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ სან-სევერინოს მონასტრინის მონაზონმა ბავშვი გააჩინა. მონაზონს მუცელი ასტკივდა და სან-სევერინო მარკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.იქ გაირკვა, რომ პაციენტი ფეხმძიმედ იყო.აღსანიშნავია, რომ ფეხმძიმობა "სერიოზული" იყო. მონაზონი დაუყონებლივ გადაიყვანეს სამშობიარო განყოფილებაში.ახალგაზრდა ქალმა მალე წყლები დაღვარა და ბავშვიც იმშობიარა, იუწყება l Gazzetino. უფრო დაწვრილებით "სასწაულის" შესახებ მსს-ი არ იუწყებიან. ანალოგიური მოხდა ერთი წლის წინ იტალიაში.მაშინაც მონაზონს სალვადორიდან ანალოგიურად დაეწყო მუცლის ტკივილი, გადაიყვანეს რომის მახლობლად საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მაშინ პრესა წერდა, რომ თანმხლები დედაოები "ძალიან გაოცებულები" იყვნენ.ახალშობილ ბიჭს რომის პაპის საპატივცემლოდ ფრანჩისკა დაარქვეს. 928 4-ს მოსწონს
|