ფეხბურთი “რეალი” შემოსავლებშიც ლიდერია 2015, 23 იანვარი, 12:53 ![]() მადრიდის “რეალმა” გასულ სეზონში 113.8 მილიონი ევრო გაყიდული ბილეთებიდან მიიღო. ჩემპიონთა ლიგასა და სატელევიზიო ტრანსლაციისთვის “სამეფო კლუბმა” 204.2 მილიონი გამოიმუშავა, 15.9 მილიონით მეტი ვიდრე 2012/13 წლებში. სპორტული მარკეტინგით მიღებული თანხა კი 231.6 მილიონს შეადგენს, 20 მილიონით მეტი ვიდრე 2013/14 წლების წინა სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონი სპორტული თვალსაზრისით წარუმატებელი იყო “მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, deloitte-ის ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” 518 მილიონ ევრო გამოიმუშავეს და რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფებიან. აქვე გაგაცნობთ ლიდერი 20 კლუბის ფინანსურ მონაცემებს 2013/14 წლების მიხედვით: მადრიდის “რეალი” (პრიმერადივიზიონი) – 549.5 მილიონი ევრო“მანჩესტერ იუნაიტედი” (პრემიერლიგა) – 518მიუნხენის “ბაიერნი” (ბუნდესლიგა) – 487.5“ბარსელონა” (პრიმერადივიზიონი) – 484.6“პარი სენ ჟერმენი” (ლიგა 1) – 474.2“მანჩესტერ სიტი” (პრემიერლიგა) – 414.4 ლონდონის “ჩელსი” (პრემიერლიგა) – 387.9ლონდონის “არსენალი” (პრემიერლიგა) – 359.3“ლივერპული” (პრემიერლიგა) – 305.9ტურინის “იუვენტუსი” (სერია A) – 279.4დორტმუნდის “ბორუსია” (ბუნდესლიგა) – 261.5“მილანი” (სერია A) – 249.7ლონდონის “ტოტენჰემი” (პრემიერლიგა) – 215.8გელზერკირხენის “შალკე” (ბუნდესლიგა) – 213.9მადრიდის “ატლეტიკო” (პრიმერადივიზიონი) – 169.9“ნაპოლი” (სერია A) – 164.8მილანის “ინტერი” (სერია A) – 164სტამბულის “გალათასარაი” (სუპერლიგა) – 161.9“ნიუკასლი” (პრემიერლიგა) – 155.1ლივერპულის “ევერტონი” (პრემიერლიგა) – 144.1 გიორგი ბალახაძეwww.worldsport.ge 30 შეფასება არ არის
|