კულტურა ლიპოსაქციის მსხვერპლი 19 წლის ეკვადორელი მოდელი გახდა 2015, 22 იანვარი, 18:57 სილამაზის კონკურსის "Reina de Duran 2014"
გამარჯვებული 19 წლის კატერინა კანგო, რომელმაც პირველობისთვის უახლეს ავტომობილთან და პლანშეტურ ტელევიზორთან ერთად უფასო მომსახურების სერთიფიკატი მიიღო - მას უნდა გაეკეთებინა პლასტიკური ოპერაცია.წყაროს ინფორმაციით, კონკურსზე გამოცხადებული პრიზები დამაბნეველი აღმოჩნდა გოგონასათვის, მაგრამ ეს იყო მაცდური წინადადებგა და ჟიურის წევრიც პლასტიკური ქირურგი გახლდათ, რომელმაც კატერინას აუდიტორიის და საზოგადოების წინაშე სრული გარანტია მისცა.რამდენადაც მას არც დიეტა და წონაში დაკლება ესაჭიროებოდა, ის მაინც "ჩაბარდა": - " ვიცი, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" - განაცხადა და ....
ოპერაცია სასწრაფო წესით დაიგეგმა, მაგრამ ფატალურად დასრულდა პლასტიკური ქირურგია, რამდენადაც კატერინა კანგო საოპერაციო მაგიდაზევე გარდაიცვალა.ოჯახის წევრებიც და თავად მედპერსონალი შოკირებულია მომხდარით, რამდენადაც ახსეთ შედეგს მართლა არავინ არ ელოდა. როგორც წყარო იტყობინება, ქირურგიული ოპერაცია არასწორად წარიმართა და რეზულტატიც დადგა ფატალური შედეგით. კატერინას ესაჭიროებოდა მხოლოდ სახის სილამაზის გაუმჯობესება და არა "ტრაკის" ან სხეულის სხვა ნაწილებისა.
ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მაგრამ მიუხედავად ექიმების თავდაუზოგავი მცდელობისა, 19 წლის ეკვადორელი ულამაზესი გოგონა საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.მშობლები კლინიკას სასამართლოში უჩივიან, რამდენადაც გარდაცვალება თავის ტვინის შეშუპებამ გამოიწვია. იმასაც ავრცელებდნენ, რომ თითქოს გოგონას ოპერაციის დროს გული გაუჩერდა.ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ სავარაუდოდ - აცხადებს ოჯახის ადვოკატი.
რაც შეეხება კატერინას მეგობრებს, ისინი ამბობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა კატერინა ყოფილიყო მღვდელი, ვიდრე დამართოდა ის, რაც დაემართა. აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში კბილების პლასტიკური ქირურგია სკოლის ასაკის ბვშვებში იწყება და სამწუხაროდ შედეგი ხშირ შემთხვევაში ფატალურია - წერს წყარო. 196 6-ს მოსწონს
|