საზოგადოება მორიგი ხანძარი ისნის ბაზრობაზე 2015, 22 იანვარი, 15:46 გუშინ, 21 იანვარს ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი მოხდა. ღამით გაჩენილმა ცეცხლმა გაანადგურა საქონელი. სულ დაიწვა 25-მდე მაღაზია, დაახლოებით 800 კვ.მ. როგორც დაზარალებული მოვაჭრეებისგან ირკვევა, ერთ მაღაზიაში დაახლოებით 20-30 ათასი დოლარის ავტონაწილები სულმთლად განადგურებულია. ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ გაჩნდა ხანძარი, თუმცა გამოძიება 187-ე მუხლით უკვე აღძრულია და სულ მალე დადგინდება ხანძრის გამომწვევი მიზეზები. საბედნიეროდ ხანძარს მსხვეპლი არ მოჰყოლია. მჟამად ხანძარი სრულიად ლიკვიდერებულია. დაზარალებულები კი იმედოვნებენ, რომ მათი ზარალი ანაზღაურებული იქნება. 108 10-ს მოსწონს
|