x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137966
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511729
86 წლის მოხუცი ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა
ყველას გაქვთ გაგონილი გამონათქვამი "გული არა ბერდება" და ბევრმა თქვენგანმა გამოსცადა კიდეც საკუთარ თავზე. დაბერების საკითხი მეტად მტკივნეული თემაა, თუმცა გარდაუვალი ხვედრი, რომელიც (ვისურვებდი რომ ყველა თქვენგანმა გამოცადოს) ადრე თუ გვიან თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით შეგვახსენებს თავს. რამდენი სტატია გვაქვს წაკითხული, სადაც ვხედავთ ასაკის შეუზღუდავად როგორ ავლენს ადამიანი საკუთარ ამბიციას და ახორციელებს სურვილებს? ეს კი იმის დასტურია, რომ გული მართლაც არ ბერდება. სწორედ ამ რაკურსით მინდა გაგაცნოდ 86 წლის დაბერებული, ვინმე Helen Ruth Van Winkle უბერებელი გულით.


86 წლის ელენი საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი Instagram-ის საშუალებით გახდა, სადაც 545 000 თაყვანისმცემელი გამოუჩნდა და ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა. გვერდის მომხმარებელი, სადაც ელენი დარეგისტრირებულია Baddie Winkle-ს "იდით", არასოდეს გამოირჩეოდა მანამ, სანამ უფროსმა შვილთაშვილმა (შვილიშვილის შვილი) არ მიაწოდა იდეა აეტვირთა ხოლმე ფოტოები. სწორედ მის პირველ ფოტოს მოყვა წარმოუდგენელი რეაქცია სხვა მომხმარებლებისგან და მალე ელენი ნახევარზე მილიონმა გაიცნო. გამომცემლობა FEMAIL-მაც არ დააყოვნა და აიღო ინტერვიუ ამ არაჩვეულებრივი, გულით უბერებელი ქალბატონისგან. "მე მიყვარს გართობა, თამბაქო, ნათელი კაბები, კომპიუტერული თამაშები, მაგრამ არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ინტერნეტში დაპოსტილი ფოტოები გამოიწვევდა ასეთ "ბუმს". ძალიან მალე უარავმა მომხმარებელმა გამოიწერა ჩემი გვერდი და თითქოს ვარსკვლავად მაქციეს, თუმცა მარტო Instagram-ის მომხმარებლები როდი, სხვა სოც-ქსელის წარმომადგენლები და მომხმარებლებიც მოიხიბლნენ ჩემით. შთაგონების წყარო კი ჩემი შვილთაშვილია, რომელმაც მირჩია ამეტვირთა ხოლმე ფოტოები ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან, შედეგზე ნამდვილად არ მიფიქრია"- ამბობს ელენი.


მოხუცის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ შექმნა საკუთარი გვერდი, სადაც გარდა იმისა, რომ ჰყავს უამრავი თაყვანისმცემელი, დაკავებულია ბიზნესით და ყიდის მაისურებს საკუთარი გამოსახულებით.


გთავაზობთ ელენის ფოტოებს მისი ყოველდღიური ცხოვრებიდან:



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
252
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
252
  
2015, 23 იანვარი, 1:08
აფსუუუს....რა ბაბო ჩავდე კუბოში???
0 1 1