ქალი და მამაკაცი რა განსხვავებაა სიყვარულსა და შეყვარებულობას შორის 2015, 17 იანვარი, 19:41 ბევრჯერ გაგვიგია ფრაზა "მე ის მიყვარს" რამოდენიმე თვეში კი ის ადამიანი იმავე ფრაზას სხვა ადამიანზე ამბობს. ადამიანებს ხშირად წლის განმავლობაში რამოდენიმე შეყვარებული ჰყავთ და ჰგონიათ, რომ უყვართ ისინი. მოდით გავარჩიოთ თუ რა ნიშნები ახასიათებს ნამდვილ სიყვარულს: შეყვარებულობა: როდესაც მე მინდა ბედნიერი ვიყო შენთან ერთად. სიყვარული: მე მინდა შენ გაგაბედნიერო. შეყვარებულობა: როდესაც მე ვაფასებ შენს ღირსებებს. სიყვარული: როდესაც მე ვიცი შენი ნაკლოვანებების შესახებ და ვიღებ მათ. შეყვარებულობა: "მე შენ მიყვარხარ" რაღაცის გამო. სიყვარული: მე შენ მიყვარხარ ყველაფრის მიუხედავად. შეყვარებულობა: მე მომწონს როგორ გამოიყურები. სიყვარული: მე მომწონს შენი ხასიათი. შეყვარებულობა: მე ყოველთვის და მთლიანად გეთანხმები შენ. სიყვარული: მე არ გეთანხმები, მაგრამ ვაფასებ შენს აზრს. შეყვარებულობა: ჩვენ ვუხდებით ერთმანეთს. სიყვარული: საინტერესოა როგორი იქნებიან ჩვენი შვილები. შეყვარებულობა: მე ვერ წარმომიდგენია აწმყო შენს გარეშე. სიყვარული: მე ძალას მმატებს ჩვენი მომავლის წარმოდგენა. შეყვარებულობა: შენ ჩემი იდეალი ხარ. სიყვარული: შენ ჩემი ძალიან ახლო ადამიანი ხარ. შეყვარებულობა: მე მზად ვარ მოვკვდე შენს გამო. სიყვარული: მე მზად ვარ ვიცოცხლო შენთვის. შეყვარებულობა: მეგობრები მოიცდიან. სიყვარული: ჩვენ საერთო მეგობრები გვყავს. შეყვარებულობა: ეს სწრაფ აფრენას ჰგავს. სიყვარული: ეს გააზრებული ნაბიჯია. შეყვარებულობა: გრძნობები მავსებს და გადმოდის. სიყვარული: მზად ვარ ვიყი შენს გვერდით მიუხედავად გრძნობებისა (გრძნობებში იგულისხმება რას განვიცდით კონკრეტულ მომენტში). შეყვარებულობა: მე მზად ვარ მთები გადავდგა. სიყვარული: მე მზად ვარ უარი ვთქვა ჩემს ეგოიზმზე. შეყვარებულობა: მე მეშინია შენი დაკარგვის. სიყვარული: მე მშვიდად ვარ რადგან ვიცი, რომ შემიძლია გენდობოდე. შეყვარებულობა: მე სხვა არავინ მჭირდება. სიყვარული: ჩვენი ურთიერთობა სხვებს უნდა ემსახურებოდეს. შეყვარებულობა: მშობლები ვერ წვდებიან ჩვენს გრძნობებს. სიყვარული: მშობლები იღებენ ჩვენს გადაწყვეტილებებს. შეყვარებულობა: ყოველი კამათი განშორების საბაბია. სიყვარული: ოველი კამათი ეს გაკვეთილია. შეყვარებულობა: მე არ მინდა დავრჩე მარტო. სიყვარული: მე მინდა ჩემი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო. შეყვარებულობა: მე თავს ვკარგავ. სიყვარული: ჩემს სიცოცხლეს აზრი მიეცა. შეყვარებულობა: მე დამატყვევა იმან რაც გავიგონე. სიყვარული: მე დამატყვევა იმან რაც გავიაზრე. შეყვარებულობა: მე მეშინია არ დავიწვა სიყვარულის გამო. სიყვარული: მე მათბობს სიყვარული. შეყვარებულობა: ჩვენი სიყვარული ლამაზი ყვავილივით ყვავის. სიყვარული: ჩვენ მზად ვართ სარეველებს ვებრძოლოთ. შეყვარებულობა: "მე", "ჩემი", "მისი". სიყვარული: "ჩვენ", "ჩვენი". შეყვარებულობა: მე შენთან თავს კარგად ვგრძნობ. სიყვარული: შენ ჩემთან თავს კარგად გრძნობ. და რას გრძნობთ თქვენ? 295 4-ს მოსწონს |
სიყვარული: მე მზად ვარ ვიცოცხლო შენთვის.
ყოჩაღ! ძალიან მომეწონა! :)