საზოგადოება ტროტუარზე პარკირების გარდა, სხვა პრობლემაცაა 2015, 14 იანვარი, 22:07 ნურავინ იფიქრებს, რომ ამ სათაურის ქვეშ მერიის მიერ წამოწყებული კამპანიის წინააღმდეგობას გამოვხატავთ, პირიქით მათი ინიციატივა, რომ ტროტუარები განთავისუფლდეს ავტომანქანებისგან და ოფიციალურად აიკრძალოს მათზე პარკირების ხაზების მოწყობა, მისასლმებელიც კია, თუმცა კარგი იქნებოდა ჯერ - აეშენებინათ პარკირების ალტერნატიული საშუალებები და შემდეგ აეყარათ ტროტუარებიდან მანქანები, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს იმას, რომ დავაფიქსიროთ - არის თბილისში ფართო ტროტუარებიც სადაც არ უნდა იყოს პრობლემა ერთი ზახის გამოყოფა (მაგალითად ჭავჭავაძის გამზირის ტროტუარები, ბევრ მონაკვეთზე იძლევა ამის საშუალებას).
ტროტუარებზე პარკირების გარდა სხვა პრობლემა კი - ამავე ტროტუარებზე დაყრილი(!) ე.წ. სარეკლამო დაფებია, რომელიც მიმდებარე მაღაზიის პატრონებს, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე უყრიათ ხშირ შემთხვევაში პირდაპირ შუაზე და აი, აქ კი ნამდვილად შეუძლებელია ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება, ხშირად რკინის უსახო კონსტრუქციებზე გვერდის ავლას ტანსაცმელის გახევაც კი, მოჰყვება ხოლმე, ლანძღვა-გინება ბანერების პატრონებსა და ფეხითმოსიარულეთა შორის ბევრჯერ საფუძველი გამხდარა პატრულის გამოძახებისა. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებულად თვალსაჩინოა დიდი ქართველი (!) მეფის - დავით აღმაშენებლის გამზირზე, რომლის ტროტუარებზე თურქების (!) მიერ გადაჭედილი მაღაზია-კაფე-ბარებ-სასადილოების სარეკლამო ღია ბანერები ყრია, ასევე - ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, სადაღც აღნიშნული პრობლემა მწვავედ დგას. რატომ ყრიან სარეკლამო ბანერებს მათი მეპატრონეები შუა ტროტუარებზე? იმიტომ, რომ ეს კანონით არ იკრძალება და რადგან გარე ფასადზე რეკლამის გამოკიდება მერიასთან და კეთილმოწყობის სამსახურთან შეთანხმებას, ფულს და დიდ დროს მოითხოვს, მათაც გაცილებით იაფი - ფეხითმოსიარულეთა გზაზე ანუ ტროტუარზე ბანერების დაყრა ურჩევნიათ და თუ შემთხვევით გვერდს ვერ აუქცევთ, დაეჯახებით, შარვალს ან კაბას გაიხევთ - ეს, თქვენი პრობლემაა, თვალები ფართოდ უნდა გაგეხილათ - გეტყვით მავანი! მოკლედ, სანამ მერია ტროტუარების სპეც-ხაზებიდან მანქანების აყრაზე იფიქრებდა, ჯერ ვიწრო ადგილებიდან სარეკლამო ბანერების აყრაზე ეზრუნა სჯობდა. 142 1-ს მოსწონს 1-ს არა
|