x
image
beko777
Mediator image
გადავარჩინოთ მცხეთის ჯვარი, ქართველი ღორებისგან!!!
imageპირველ რიგში ბოდიშს ვიხდით ამ შემზარავი სურათების გასაჯაროებისგან და თავს იმით „ვიმშვიდებთ“ რომ - ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი შესაძლოა თქვენმა შვილებმაც ნახონ - ცოცხლად, პირდაპირ... შესაძლოა უბრალოდ მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე ექსკურსიის დროს, შესაძლოა სტუმრების გასეირნებსი დროს... მოკლედ ათასი შემთხვევა შეიძლება ჩაგივარდეთ ხელში, როცა პირდაპირ დაეჯახებით ამ რეალობას.


მეორეც კიდევ, ეს რომ მხოლოდ ქართველის გაკეთებულია - ამას ისე არ გაუვა წყალი, როგორც იმას, რომ ორჯერ ორი ოთხია! რატომ? იმიტომ, რომ აქ, ამ ადგილზე ღრეობას (ქეიფს, რომ ეძახიან) მხოლოდ ქართველები „სჩადიან“ ხოლმე და ალაფის შემდეგ მხოლოდ ისინი ტოვებენ კვალს მიწაზე ისე, როგორც ამას ღორები, ოთხფეხა ღორები აკეთებენ...


ამას სტუმარი, ტურისტი, მცხეთის ჯვრის სიდიადის სანახავად აქ, ამ მთაზე ამოსული ჩვენი ქვეყნის ვიზიტორი არ და ვერ იზამს, იმიტომ, რომ მისთვის ღორული ვნებების დაკმაყოფილება, არ ასოცირდება - ბუნებაში ქეიფთან, დალევასთან და მერე ამ ქეიფის დანატოვარ ნაგავშივე ჯდომასთან და ადგილზევე მის დატოვებასთან... ეს, მხოლოდ ქართველს შეუძლია, ერთბაშად თავისი წმინდა სალოცავის, მცხეთის ჯვარის სადღეგრძელო დალიოს - და ზუსტად იმავე მცხეთის ჯვარის მთაზე ღორულად მოიქცეს!!!


ამ სტატიის მკითხველო! თქვენ მოგმართავთ! გამოვდივართ ინიციატივით და გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა მცხეთის ჯვარის მიდამოების დასუფთავების აქციაში, შევაგროვოთ 5-5 ლარი, შევიძინოთ ერთჯერადი ხელთათმანები, ნაგვის პარკები, ვიქირაოთ ნაგვის გამტანი მანქანა და ერთ უახლოეს მშრალ (!) დღეს - ჩვენ-ჩვენი მანქანებით ავიდეთ 10-15 ადამიანი, დავასუფთაოთ (რასაც შევძლებთ) ეს ადგილი, რათა მერე თქვენც არ გახდეთ ჯვარზე ასული სტუმრის გაკვირვებული ტექსტის უნებური მოწმე, როცა ის ამბობს - არ მეგონა თუ ქართველები ასეთი ღორები იყვნენ, და ნაგავს თავიანთი სალოცავების გვერდით ყრიდნენო!



გამომეხმაურეთ...


imageimageimageimageimageimageimageimageimage










3
549
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
549
  
2015, 17 მარტი, 22:48
რამე გავაკეთოთ... ვცადოთ მაინც... დავიწყოთ მაინც... თორე დავიხრჩეთ ნაგავში!!!
2015, 14 იანვარი, 19:17
გერმანელ ტურისტებს სიგარეტის ნამწვები ფეხსაცმლის თასმებში ჰქონდათ ჩამაგრებული, რომ ძირს არ დაეყარათ და ურნამდე მიეტანათ...
2015, 13 იანვარი, 10:23
გაიხროს ამ სტატიის ავტორმა მართალი ბრძანდებით ასი პროცენტით სამწუხროდ ეს საქართველოში ასე ხდება ყველგან სალოცავებისახლო-მახლოს და საერთოდ ყველგან სადაც ქართველები გავივლით ამის კულტურას ვერასოდეს ვერ ჩავწვდებით. უცხოელები მთიდან დააბრუნებენ ნაგავს და ბუნკერებში ჩაყრიან, ჩვენ ვერა და ვერ შევიგნეთ და არ ვართ კულტურული ხალხი თავს კი ვდებთ რომ ვართ მსოფლიოში პირველები
0 1 3