x
image
worldsport.ge
“მერანი” მეორე წრეს შინ ჩაატარებს

imageმარტვილის “მერანი” საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეს განახლებულ საშინაო არენაზე შეხვდება.
მარტვილელთა სტადიონი ლიცენზირების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომ, “მერანი” მეტოქეებს ძირითადად სამტრედიაში მასპინძლობდა. კლუბის ხელმძღვანელობა სტადიონზე ახალი საფარის დაგებას შემოდგომისთვის გეგმავდა, მაგრამ ვერ მოასწრო.
ახლა კი, “მერანის” სტადიონზე ხელოვნურსაფარიანი მოედნის დაგება დასრულებულია, რომელიც შემოიღობა და ჩემპიონატის მეორე ნახევარში ვლადიმერ ლობასის გაწვრთნილები მარტვილში ითამაშებენ.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0