სხვა საშობაო სასწაული - ბალტიის ზღვის სანაპიროზე ქარვის ნატეხები გამოირიყა 2015, 8 იანვარი, 13:37 შობის დღეს ბალტიის ზღვამ კალინინგრადის ოლქის პატარა ქალაქ პიონერსკაიას მცხოვრებლები უჩვეული საჩუქრებით დააჯილდოვა: პლაჟი ქარვის ნატეხებით აივსო.
ქარვის გამორიყვა მოხდა გუშინ დილით მას შემდეგ, რაც ზღვაზე ძლიერი შტორმი ამოვარდა. თვითმხილველების თქმით, 7 იანვრის დილას სანაპირო უჩვეულოდ იყო გადაყვითლებული ქარვის დიდი და მცირე ზომის ნატეხებით. ქალაქის მცხოვრებლები მთელი დღე აგროვებდნენ ბუნების ამ უჩვეულო საშობაო საჩუქარს. პიონერსკაის პლაჟზე ბალტიის ზღვა საკმაოდ ხშირად გამორიყავს ხოლმე "ზღვის ცრემლების" (ასე უწოდებენ მეორენაირად ქარვას) ნამსხვრევებს, მაგრამ დიდი ზომის ქარვის ქვის გამორიყვა საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს. " აღსანიშნავია, რომ კალინინგრადის ოლქის პატარ ქალაქ იანტარნის (რაც რუსულიდან ითარგმნება, როგორც - "ქარვის") პლაჟზე თავმოყრილია მსოფლიოში არსებული ქარვის მარაგის 95%. ამ საბადოს ასაკი 50 მილიონ წელზე მეტია", - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი". 593 13-ს მოსწონს
|