შოუბიზნესი კამერუნ დიასი 42 წლის ასაკში პირველად გათხოვდა 2015, 6 იანვარი, 14:44 კამერონ დიასი ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი მსახიობების რიცხვშია, რომელიც 40 წელს იყო გადაცილებული და ჯერაც გასათხოვარი გახლდათ.42 წლის ჰოლივუდის ლამაზმანის რჩეული როკ-ჯგუფ Good Charlotte-ის გიტარისტი, 35 წლის ბენჯი მედენია(Benji Madden).
ქორწინების საზეიმო ცერემონიალი ორშაბათს, 5 იანვარს მსახიობის სასახლეში გაიმართა, რომელიც ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, -ბევერლი-ჰილზშია განთავსებული. "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიწყებთ ერთობლივ ცხოვრებას ნათესავების და მეგობრების გარემოცვაში"-განაცხადა წყვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ცნობილია, რომ პატარძლის ხელიმომკიდენი იყვნენ ნიკოლ რიჩი, დრიუ ბერიმორი და დიასის თანაშემწე ჯესი ლუტცი. სტუმრების სიაში იყვნენ რიზ უიზერსპუნი, გვინეტ პელტროუ, სამანტა რონსონი და რობინ არტინი. ორივესთვის ეს პირველი ქორწინებაა.წყვილი ერთმანეთს 2014 წლის მაისიდან ხვდება ერთმანეთს. 71 5-ს მოსწონს
|