x
image
worldsport.ge
კარლოვიჩი პირველობას უმიზნებს

imageმსოფლიო რეიტინგსიის 27-ე ნომერმა, ხორვატმა ივო კარლოვიჩმა დოჰას ტურნირის პირველ წრეში ჩეხ ლუკაშ როსოლს 7:6, 6:4 მოუგო, მატჩის მსვლელობისას 27 ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში ამ საჩოგბურთო ელემენტის შესრულების რაოდენობა 9022-მდე აიყვანა.
ეისების რაოდენობით კარლოვიჩს მხოლოდ 2 მოთამაშე უსწრებს. ივოს თანამემამულე გორან ივანიშევიჩს ჩოგბურთელთაგან ყველაზე მეტი, 10183 ეისი შეუსრულებია, ამერიკელი ენდი როდიკის ანგარიშზე კი 9074 ეისია.
“კარიერის დასრულებამდე შეძლებისდაგვარად მეტი ეისის შესრულება მსურს. ვიმედოვნებ, პირველ ადგილზე გადასვლას შევძლებ”, - განაცხადა კარლოვიჩმა როსოლთან მატჩის დასრულების შემდეგ. შარშან კარლოვიჩმა 1185 ეისი შეასრულა.
Qatar ExxonMobil Open-ის მეორე წრეში კარლოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რუსი მიხაილ იუჟნის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბასილაშვილ-იუჟნის დაპირისპირება 6 იანვარს, 18 საათიდან უნდა დაიწყოს.




გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0