საზოგადოება 79 წლის პედოფილი დაკავებულია 2015, 6 იანვარი, 0:16 გოლფის მოთამაშე 79 წლის პედოფილი ფილიპ ბლანში, რომელიც იგივე ბრალდებით ჯერ კიდევ 35 წლის წინ იყო გასამართლებული და მსჯავრდებული, ამჟამად 3 წელი და 4 თვე პატიმრობაში გაატარებს. რას წერს ბრიტანული პრესა ფილიპ ბლანშის შესახებ: - სასამართლოს წინაშე მან აღიარა თავისი სამი უმძიმესი დანაშაულებრივი ქმედება და სამივე ფაქტი პედოფილიას უკავშირდება.ის უხამსი ქცევებით თავს ესხმოდა 10 - 11 წლის ბავშვებს და აუპატიურებდა, რომლებიც ძირითადად გოლფის კლუბში დადიოდნენ.ერთ - ერთი მისი მსხვერპლი ახლა ზრდასრული ახალგაზრდაა და მანაც საჩივარი შეიტანა ფილიპ ბლანშის წინააღმდეგ.განცხადებაში ვკითხულობთ: - " მე ვცხოვრობდი დედასთან და უმცროს დასთან ერთად. ის " მონსტრი" ერთხელ გზაში შემხვდა და მითხრა, რომ ექსკურსიას მომიწყობდა. მეც დავთანხმდი, შემდეგ მანქანაში ჩამსვა და გამიტაცა. თან დამაშინა, თუ პოლიციას დავუკავშირდებოდი, მაშინ ჩემს უმცროს დასაც პრობლემები შეექმნებოდა. ძალიან შემეშინდა და წლების მანძილზე ვდუმდი. ბევრჯერ მქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, მან დაამახინჯა ჩემი მომავალი, მან მე კაცობა წამართვა". მართლმსაჯულებამ ფილიპ ბლანშს კიდევ ორი გაუხსნელი საქმე ამოუქექა, რომლებიც მან 1965 და 1980 წლებში ჩაიდინა. როგორც წყარო გვატყობინებს, ამჯერად ბლანში მკურნალობის კურსს გადის, რამდენადაც მას დიაბეტის და გულის უკმარისობის სერიოზული პრობლემები აქვს.დამნაშავის ადვოკატი ამბობს, რომ მან დანაშაული აღიარა და თავს დამნაშავედ გრძნობს, გარდა ამისა, ის ინანიებს ჩადენილ ცოდვებს და პატიებას ითხოვს.მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახლში მოხდას და მას 3 წელი და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 109 9-ს მოსწონს 1-ს არა
|