კულტურა ვარსკვლავების 2014 წლის ყველაზე პოპულარული და ყველაზე სკანდალური "аккаунты" 2015, 4 იანვარი, 15:03 2014 წელი ვარსკვლავების გადაჭარბებული აქტიურობით გამოირჩეოდა სოციალური მედია. ისინი აქტიურად აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან მოვლენებს და შესაბამისად მილიონობით მომხმარებლის ყურადღებასაც იპყრობდნენ.
ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ მედიაში კიმ კარდაშიანი, რომელსაც არც სიმღერა შეუძლია და არც მსახიობობის განსაკუთრებული ტალანტი გამოუმჟღავნებია დღემდე, მაგრამ მისმა თაყვანისმცემლების რაოდენობამ ( 23, 4 მილიონი მომხმარებელი) ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.და აქ გასაკვირი არც არაფერია, რამდენადაც ვარსკვლავი ახერხებს ყოველდღიურად გაახაროს თაყვანისმცემლები სიახლეებით და ცხელ - ცხელი ამბებით.საყურადღებოა კრიშტიანო რონალდოს საყვარელი ქალის ირინა შეიკის "аккаунты", რომელმაც მთელი წლის მანძილზე 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის კომენტარი და მოწონება დაიმსახურა. რუსი სუპერმოდელი რეგულარულად აქვეყნებდა ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს და თავისი ულამაზესი ფიგურის დემონსტრირებას ახდენდა.მან წლის ყველაზე სექსუალური ქალის ტიტული მიიღო და «Женщина года» გახდა. სკანდალების მოყვარული ტელეწამყვანი და ცნობილი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი, რომელსაც გასულ 2014 წელს 1, 3 მილიონი აბონენტი შეეხმიანა სოციალურ ქსელში, მუდამ კრიტიკის და სერიოზული განხილვის საგნად აქცევს თავის სექსუალურ ფოტოებს. რომლებიც არა ერთხელ გამხდარა დისკუსიის საგანი.22, 8 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს ბიონსეს, თუმცა მის " აკაუნთზე" ვერ ნახავთ სექსუალურ ფოტოებს. ბიონსეს შეუძლია გაახაროს გულშემატკივრები "შიკარნი" კაბებით და მოგზაურობის ამსახველი ფოტოებით. ცოტა ხნის წინ მან საშობაო ფოტოები გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც ასახულია როგორ შეხვდა ვარსკვლავი ოჯახთან ერთად ისლანდიაში შობას. ახლახანს გამოჩენილი და გაპოპულარულებული არიანა გრანდიც არ ჩამორჩება მსოფლიო დონის ვარსკვლავებს და მისმა გულშემატკივრების რაოდენობამ 21, 3 მილიონს მიაღწია. წყაროს ინფორმაციით, არიან ხიბლავს ფანებს რომანტიკული ციტატებით, ოჯახური ფოტოებით და საინტერესო სელფით. ახალგაზრდა გოგონების გულთამპყრობელს ჯასტინ ბიბერსაც 21 მილიონზე მეტი ფანი ჰყავს, რომელიც მუდმივად ანებივრებს მათ და ისინიც თავისებურად პასუხობენ თავიანთ კუმირს. საშობაოდ ბიბერმა საკუთარი თვითმფრინავი მიიღო საჩუქრად და მალევე აცნობა ყველას იმის შესახებ, რომ აღარ აპირებს მუსიკალური კარიერის გაგრძელებას. მართალია, ბოლო დროს ვერ ახარებს გულშემატკივარს სელენა გომესი წარმატებებით და ახალ - ახალი პროექტებით, მაგრამ მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა 19 მილიონია. წლის ყველაზე სკანდალური " აკაუნთით " გამოირჩევა - Самый скандальный аккаунт – Тимати. 38 10-ს მოსწონს
|