x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2014 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
1-მერი დავითაშვილი(გარდაიცვალა 17 თებერვალს, 89 წლის)- ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1979). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).საბავშვო კომპოზიტორი, . დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა – „ქაჯანა“ (1965, დაიდგა 1966) და „ნაცარქექია“ (1972), მრავალი საბავშვო სიმღერა, მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის („მანანა“, „მტრობა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „სათაგური“და სხვა), 2 საორკესტრო სიუიტა ბალეტ „მზის ქორწილისათვის“ (1954), სიმფონიური, კამერულ–საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის, ხუთი რომანსი ანა კალანდაძის ლექსებზე, და სხვა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997)image2-ედუარდ შევარდნაძე(გარდაიცვალა 7 ივლისს, 86 წლსი)- ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივანი(1972-1985), წლებში. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი(1985-1990), 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.image3-ლიანა ასათიანი(გარდაიცვალა 8 ივლისს, 88 წლის)-მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობი, ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორებიცა: "გიორგი სააკაძე", "ჭრიჭინა", "ჭირვეული მეზობლები", "მაცი ხვიტია", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დიდოსტატის მარჯვენა", "ერთი ცის ქვეშ" და სხვა. image4-ეროსი კიწმარიშვილი(გადაიცვალა 15 ივლისს, 50 წლის)-პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, 2008 წელს იყო რუსეთში საქართველოს ელჩი, ქართული პარტიის პოლიტიკური მდივანი, 2010-11 წლებში იყო ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი.

image

5-ჯუმბერ ლეჟავა(გარდაიცვალა 25 ივლისს, 75 წლის)-ქართველი სპორტსმენი, მოგზაური და გინესის წიგნის რეკორდსმენი.1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.

image6-რევაზ ჭოხონელიძე(გარდაიცვალა 6 ნოემბერს, 77 წლის)-სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, "ერისიონის" მთავარი ქორეოგრაფი,
საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის, რუსთაველის პრემიისა და მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.


image

7-გურამ ფირცხალავა(გარდაიცვალა 6 ნოემბერს, 80 წლის ასაკში), ქართული თეატრის და კინოს მსახიობი, მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში სერიალებშიც.

.ბოლო ფილმებია: "მიდიოდა მატარებელი"(2005)და "მაიტა ნასოსი"(2010) .აგრეთვე თამაშობდა პოპულარულ სერიალში "ცხელი ძაღლი".image

8-გურამ გუგენიშვილი(გარდაიცვალა 9 ნოემბერს, 28 წლის)-M-1 Challenge-ს ცნობილი მებრძოლი, მსოფლიო ჩემპიონი.

image9-კახა ბენდუქიძე-(გარდაიცვალა 13 ნოემბერს, 58 წლის)- ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
image
10-ოთარ სეფიაშვილი(გარდაიცვალა 15 ნოემბერს 84 წლის )-ლეგენდარული გადაცემა “ილუზიონის" ავტორი და წამყვანი, კინომცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

image


0
1050
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1050
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0