მუსიკა სოფო ნიჟარაძე და ნინო სურგულაძე საქართველოში შეხვდებიან ახალ 2015 წელს 2014, 29 დეკემბერი, 20:01 კარს მოგვადგა ახალი 2015 წელი და საზღვარგარეთ მყოფმა ვარსკვლავებმა საკუთარ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.ზოგმა საქველმოქმედო აქცია დაგეგმა საახალწლოდ, ზოგიც კი ქართველი მაყურებლის წინაშე სიმღერით წარსდგება. მათ შორისაა ნინო სურგულაძე და ახალგაზრდა მომღერალი სოფო ნიჟარაძე. საქართველოში დაბრუნების შესახებ სოფომ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა : - "Back home " .ინფორმაცია მალევე აიტაცა მისმა უამრავმა გულშემატკივარმა და აუარებელი შეკითხვაც გაჩნდა სოციალურ მედიაში . ბევრს აინტერესებს რამდენ ხანს დარჩება მომღერალი სამშობლოში, უკან გაბრუნდება ისევ თუ სამუდამოდ დაიდებს ბინას თბილისში.გავრცელებული ინფორმაციით სოფო ნიჟარაძე ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოში შეხვდება ახალ 2015 წელს და სცენაზეც გამოვა საახალწლო კონცერტზე, სადაც ვიცით, რომ ნიკა მემანიშვილი, იგივე ნიკოლოზ რაჭველი დაუკრავს. ფილარმონიაში დაგეგმილი საახალწლო კონცერტი ტელეკომპანია " რუსთავი 2 - ის" გრანდიოზული ღონისძიებაა და საღამოს რუსთავი 2 - ის სახეები წაიყვანენ.სწორედ ამ საღამოში მიიღებს მონაწილეობას სოფო ნიჟარაძე. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ის სამშობლოში სავარაუდოდ დიდხანს აპირებს დარჩენას და მომდევნო წლის შოუში " X ფაქტორში" ჟიურის ერთ - ერთი წევრიც იქნება.უფრო საინტერესო პროგრამით წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე ნინო სურგულაძე, რომლის საქველმოქმედო ღონისძიება რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიმართება და რომელზეც მსოფლიოს ისეთი სახეები გამოვლენ, როგორებიცაა: ლუკა ლუჩინი, ( იტალიელი გიტარისტი) მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ლაურა ჯორდანო, ( სოპრანო), ანა რუცნერი და სხვები, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან.კონცერტიდან შემოსული თანხა ოთხი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება. 130 10-ს მოსწონს
|