მუსიკა უბედნიერესი ოჯახი - შაკირამ ჟერარდ პიკეს ვაჟი აჩუქა (+ პირადი ფოტოები) 2013, 16 მაისი, 17:18 კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, მოცეკვავე და რეკორდ პროდიუსერი, აგრეთვე ცნობილი ესპანელი წარმოშობის ფეხბურთელის ჟერარდ პიკე ბერნაბეუს მეუღლე შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი უკვე ოთხი თვეა დედაა.მან 2013 წლის იანვრის ბოლოს ვაჟი გაუჩინა თავის სათაყვანებელ მეუღლეს. თუმცა, როგორც ყველა მომღერალს ან მსახიობს ჩვევია, მანაც მშობიარობიდან პირველივე დღეებშივე დაიწყო ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე და ფორმის აღდგენაზე.მან თავად აღიარა, რომ -"მე ბევრი შრომა დამჭირდება საკუთარ თავზე.მინდა რამდენიმე ზედმეტი ფუნტი დავიკლო, რადგან ჩემი სხეული ახლა - არა უშავს გამოიყურება' - განაცხადა მომღერალმა.თუმცა აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ თაყვანისმცემლები, თუ რა მოკლე დროში შეძლო მან ძველი ფორმის დაბრუნება. პოპ მუსიკის სცენაზე მომღერალი 90 - იან წლებში შეიჭრა და საკმაოდ წარმატებულადაც.ორგზის გრამის ჯილდოსა და რვაგზის ლათინური გრამის მფლობელი კოლუმბიელი მომღერალი კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი გახდა თავისი 50 მილიონი ალბომით.ის გახლავთ ერთადერთი სამხრეთელი მომღერალი, რომელმაც პირველ ადგილს მიაღწია.გარდა ამისა, 2000 წლიდან შაკირა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მეოთხე შემსრულებელი იყო. 2012 წელს მომღერალმა მუსიკალური ფესტივალის დაჯილდოებაზე ორსულმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება მომღერლის საკუთარ ოჯახს, მამა - ლიბანელი და დედა კოლუმბიელი ჰყავს.აგრეთვე 7 და - ძმა. თავისი წარმატებული მოღვაწეობის გამო მას სრულიად დამსახურებულად "ჰოლივუდის" დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, ისევე როგორც მშობლიურ ქალაქში მომღერლის ქანდაკება აღმართეს. 192 28-ს მოსწონს 3-ს არა
|