x
image
ვიზა კოხაძე
რატომ უწოდა ნინა სუბლატს სოციალური ქსელის მეშვეობით მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა "ტელევიზია რუსთავი 2 -ის ვარსკვლავი",მაშინ როცა ის მთელმა საქართველომ აირჩია

image
სულ რაღაც ორი დღის წინ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ნინა სუბლატი გახდა, რომლის ნიჭიერებაში ეჭვი არავის შეჰპარვია.სამი თვის განმავლობაში ნინა არა მარტო თავისი ვოკალური ნიჭით გამოირჩეოდა, მან მოახერხა მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება თავისი ექსტრავაგანტული და ინდივიდუალური ჩაცმის სტილითაც მიეპყრო.ნინა ნამდვილად იყო კონკურსის ფავორიტი კონკურსანტი, (როგორც მას თავად ჟიურის წევრები უწოდებდნენ და მსოფლიო დონის ვარსკვლავად გახდომას უწინასწარმეტყველებდნენ).

image
image
image
სამი თვის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული მისი შარმი და ქარიზმატულობა, დიდი სცენისთვის დამახასიათებელი თავისუფალი და თამამი ჩაცმულობა.მისი გამოსვლა ყოველთვის იყო დასამახსოვრებელი არა მარტო საუცხოო ხმის ტემბრით, არამედ ჩაცმის ორიგინალური სტილითაც. ნინა სუბლატი ქართველმა მაყურებელმა აირჩია და პროექტის გამარჯვებულად გამოაცხადა და არა "ტელევიზია რუსთავი 2 "-ის გამარჯვებულად, როგორც მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა შეაფასა პროექტის საბოლოო შედეგები.მოგეხსენებათ, ეკა კვალიაშვილი პროექტის კიდევ ერთი ფინალისტის ნუკა გვალიას დედა გახლავთ.აღნიშნულის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც თითქოსდა დასცინა ნინო სუბლატს.წერილის ტექსტი კი ასეთია: - " ნუკ, შენ მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს...შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად...ნინას კი ვულოცავ ტვ.რუსთავი 2 - ის ვარსკვლავობას..." -აი ასე მიმართა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა საკუთარ ქალიშვილს ფეისბუქის მეშვეობით და ნინას კი "ტვ.რუსთავი 2 - ის ვარსკვლავი" უწოდა.

image
image
image
imageimage
image
და მაინც, რაც არ უნდა თქვას პროექტის შედეგებით უკმაყოფილო საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ნინა სუბლატი მაინც საუკეთესოთა შორის საუკეთესო და ამ პროექტის ერთადერთი ფავორიტი იყო, რამაც საბოლოო შედეგებზეც ობიექტურად ჰპოვა ასახვა.

4
220
18-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
220
  
2013, 3 ივლისი, 13:35
მე ამ სამი კონკურსანტიდან არც ერთს არ ვგულშემატკივრობდი. ისე კი ვფიქრობ, ისეთმა ცნობადმა სახეებმა, როგორიც ეკა კვალიაშვილია თავი უნდა შეიკავონ თავისი შვილების ასეთ სახალხო კონკურსებში გამოყვანისგან და ასპარეზი უცნობ ბავშვებს დაუთმონ. მით უმეტეს, ასეთი კომენტარის გაკეთებას გამართლება არა აქვს.
2013, 3 ივლისი, 10:59
ხალხის არჩევანია ნინა...ჩემი პირადად ფავორიტი ის არ იყო,მე ლიკა გაჩეჩილაძეს ვგულშემატკივრობდი,გამაოგნა მისმა საოცარმა სცენურობამ და ხმამ.ფინალში კი მარიკო ორივეს მერჩია,მაგრამ რა სისულელეა რომ ეგ რუსთავი ორის გამარჯვებულია...დიდი ღვარძლიანი ქალია ეს ეკა და სულ თავისი თავი და მისი შვილი გონია ამ ქვეყნად კარგი და კიციმიტო ყავს ძან დახვეწილი სულის შვილი...წარმატებებს ვუსურვებ სამივეს ,მაგრამ ესე საუბარი ამხელა ქალისგან ცოტა ამაზრზენია ,თუმცა რაც ამას ამზრზენი საქციელები აქვს გაკეთებული არც ეგაა გასაკვირი...
2013, 3 ივლისი, 10:41
სრულიად ვეთანხმები ეკა კვალიაშვილს. ღირსეული გამარჯვებული ნუკა უნდა ყოფილიყო, არ ვიცი რამდენად აირჩია ხალხმა ნინა მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ნუკას არ გაამარჯვებინებდენენ რადგან ნუკას დედა ეკა არის ქართული ოცნების წევრი და რუსების დიდი გულშემატკივარი. საქართველოს ვარსკვლავი კი არის რუსთავი 2-ის პროექტი მოგეხსენებათ ეს ტელევიზია ისევ ნაციონალების ხელშია, ამიტომაც ვფიქრობ ნუკა ლიდერობდა მაგრამ ის ამ მიზეზის გამო ვერ გახდა საქართველოს ვარსკვლავი. სხვა ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს ამ ყველაფერს. :))
2013, 3 ივლისი, 9:11
მე არ ვიცი..ეგეთ რაღაცეებს საერთოდ არ ვუყურებ,რაც შეეხება "მსოფლიო ვარსკვლავობას" კარგი ხმა ექსტრავაგანტურობა არ შველის მაგ საქმეს მარტო(საქართველოში კარგი ხმა და სიმღერა ლამისაა ყოველ მე-5-ს აქვს)....მე ერთი მინდა ვთქვა...ერთადერთხელ ვუყურე მაგ კონკურსს,როცა deep purple-ს ტური იყო,ისიც იმიტომ,რომ ჰარდ-როკის და მაგ ჯგუფის დიდი მოყვარული ვარ,ყველაზე მაგრად სწორედ ნინას შესრულებული speed king-ი მომეწონა,რაც შეეხება ეკას შვილს(ეგეც არ ვიცოდი რომ ეკას შვილი იყო)higvay star აშკარად შეცდომით იმღერა...
0 1 4