x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე უცნაური და ბრიყვული სიკვდილის შემთხვევები
დარვინის პრემია(Darwin Awards), -ეს გახლავთ ვირტუალაური პრიზი, რომელიც გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე სულელურად დაიღუპნენ ან თავისავე ბრიყვული საქციელით დაკარგეს მომავალში გენოფონდის შევსების უნარი.
image

1-ნიუ-იორკში ბაიკერმა თავი გაიტეხა და დაიღუპა სწორედ იმ დროს, როდესაც აპროტესტებდა ჩაფხუტის სავალდებულო ტარებას, ექსპერტის განცხადებით, მამაკაცი ცოცხალი გადარჩებოდა ჩაფხუტი რომ ხურებოდა.

2-ლონგ-ბიჩზე (კალიფორნია)ძარცვის დროს ვინმე ჯეიმს ელიოტი გასროლას ცდილობდა თავის 38 კალიბრიანი რევოლვერიდან.თუმცა იარაღმა გაჭედა და ტყვია არ გავარდა..ამის შემდეგ ელიოტმა მოიმოქმედა გაუგონრად ბრიყვული საქციელი: მან ლულაში ჩაიჭყიტა და სასხლეტს გამოჰკრა...ამჯერად იარაღმა გასროლაზე უარი არ თქვა!

3-ერთ-ერთ ავსტრალიელს იმდენად უყვარდა პეტარდები, რომ ადგა და ერთ მშვენიერ დღეს ჩაიდო ფეხებშუა, მოუკიდა ფითილს ცეცხლი და დაელოდა რა მოხდებოდა..მამაკაცი გადარჩა, თუმცა სამუდამოდ დაემშვიდობა გამრავლება-ჩასახვის პერსპექტივას.... ჰარამხანაში სამუშაოს პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

image

4-1999 წელს დარვინის პრემია გადაეცა ერთ კამბოჯელ გლეხს, მან "რუსული რულეტი" არა რევოლვერით..არამედ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით ითამაშა, რომელიც მიწაში იპოვა..

5-დები მილა 99 წლის და 364 დღის იყო....ანუ მას 100 წელი უსრულდებოდა და ქალიშვილთან ერთად სწორედ მის საპატივცემლოდ გამართულ სიუბილეო ღონისძიებაზე მიემართებოდა..გზაზე გადასვლის დროს დების სწორედ ის მანქანა დაეჯახა, რომელსაც მისი საიუბილეო ტორტი მიჰქონდა ღონისძიებაზე.

6-1988 წელს მოხდა შემთხვევა, რომელიც "დარვინის პრემიის" ისტორიაში "ოქროს ასოებით ჩაიწერება".....ივან მაკგუიერი გამოცდილი სკაიდაივერი იყო და როდესაც დააპირა ჩრდილოეთ კაროლინაში 3000 მეტრიდან გადმოხტომა, თან გადაწყვიტა ეს მოვლენა ვიდეოფირზე აღებეჭდა, ვიდეოკამერა თან წაიყოლა....თუმცა პარაშუტი დაავიწყდა.

image


7-კალიფორნიელმა ზოოპარკის მომვლელმა სპილოს აჭამა 22 ძლიერი დოზა მომადუნებელი საკვები...შემდეგ მან ცხოველს უკნიდან მოუარა და დაუწყო ყურება..აინტერესებდა როგორ მოქმედებდა საკვები..რამდენიმე წუთში მომვლელი სპილოს ნეხვისგან დაიხრჩო.

3
253
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
253
  
2015, 14 მაისი, 18:26
ბედის ირონიაც ამას ჰქვია :))
2014, 27 დეკემბერი, 9:57
ფილმი გამახსენე..მაგ კომენმტარით..ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი
2014, 27 დეკემბერი, 9:55
ო ლა ლაა :D :D :D შეშლილი, შეშლილი მსოფლიო
0 1 3