x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ავსტრალიაში პენსიონერმა 24 საათში 120 ბარში დალია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
image

პენსიონერმა 24 საათში 120 ბარი მოიარა, ყველგან დალია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა



ავსტრალიაში ხანდაზმული ბრიტანელი 24 საათში სიდნეის 120 ბარს სტუმრობდა, რითაც მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი იტყობინება.


69 წლის დევიდ კლარკსონი, პენსიაზე გასული ბუღალტერი ბრიტანეთის საგრაფო ლანკაშირიდან, ამბობს, რომ ცდილობდა უჩვეულო რეკორდის დამყარებას, რადგან უყვარს სასმელი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სიდნეიში ბევრი საინტერესო ბარია, რომელთა მონახულებაც სურდა.



პენსიონერმა ექსპერიმენტი 11 აპრილს შუადღისას დაიწყო. დღის განმავლობაში მან მოახერხა 120 დაწესებულების მონახულება და თითოში მინიმუმ 125 მილილიტრი სასმელის გადაყლურწვა. ბრიტანელი ირწმუნება, რომ 24 საათის განმავლობაში მან მინიმუმ 20 ლიტრი სითხე მიიღო.


მეგობრები დაეხმარნენ კლარკსონს რეკორდის დამყარებაში. ისინი მოქმედებდნენ როგორც მოწმეები და ასევე მხარს უჭერდნენ და ამხნევებდნენ მამაკაცს.

image

იმის დასამტკიცებლად, რომ პენსიონერმა მართლაც მოინახულა 120 დაწესებულება, ამ ყველაფერს აღნიშნავდა ბლოკნოტში და სთხოვა თითოეული ბარის თანამშრომლებს დასტურად ხელმოწერები დაეტოვებინათ.


გარდა ამისა, დღის პირველ და ბოლო ოთხ საათში მასთან ერთად იყო გინესის რეკორდების წიგნის მსაჯი პიტ ფეირბერნი. მან აღნიშნა, რომ კლარკსონი არა მხოლოდ სვამდა დაწესებულებებში, არამედ ახერხებდა კლიენტებთან ურთიერთობას.


12 აპრილს, პენსიონერი ეწვია ბოლო 120-ე ბარს, რომელიც მდებარეობს საწყისი წერტილიდან არც თუ ისე შორს. სწორედ იქ გააანალიზა ფეირბერნმა კლარკსონის შედეგები და მას რეკორდსმენის წოდება მიანიჭა.

0
154
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0