x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა რესტორანში ცოცხალი ზვიგენი იყიდა და ზღვაში გაუშვა
image

ტაილანდში მამაკაცმა რესტორანში ნაყიდი ზვიგენი ზღვაში გაუშვა, ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.


ტაილანდში მამაკაცმა ჩინურ რესტორანში ცოცხალი ზვიგენი იყიდა და ზღვაში გაუშვა რათა მის გვერდით გაეცურა ამის შესახებ The Independent იტყობინება.


23 წლის წყალქვეშა ცურვის ინსტრუქტორი ვიქტორ სალმონი ირწმუნება, რომ ყოველ წყალში ჩაყვინთვის დროს მას ყველაზე მეტად სურდა ზვიგენის ნახვა, მაგრამ არ ეღირსა. მან საბოლოოდ მოიფიქრა, როგორ მოეგვარებინა ეს პრობლემა.



ესტუმრა იმ რესტორანს, სადაც ზვიგენისგან კერძებს ამზადებენ.


რესტორნის თანამშრომლები დათანხმდნენ მას ერთი ცოცხალი ზვიგენის მიყიდვაზე და ამისთვის მხოლოდ 700 ბატი (დაახლოებით 60 ქართული ლარი) სთხოვეს. ”გაგიჟდება კაცი, რამდენად იაფი ღირდა”, - თქვა გაოცებულმა სალმონმა.


მისი აზრით და არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, მან გადაარჩინა თევზი, რომლის სიცოცხლის ბოლო დღეებს საშინელ პირობებში ამყოფებდნენ, სანამ რომელიმე სუპში მოხვდებოდა.30 წუთის შემდეგ მამაკაცმა იგი ნაპირზე მიიყვანა და ტაილანდის (იგივე სიამის) ყურეში გაუშვა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ამ ზვიგენს მომავალში კვლავ შეხვდება.


ადრე ვწერდით 11 წლის ბრიტაელ ბიჭზე, რომელმაც 69 კგ-იანი ლოქო დაიჭირა და ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა(მიყევი ბმულს)

0
166
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0