x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავლიპი შემოვლაზეა პალატებში - სახალისო ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება

image

ყველაზე ცნობილი ქართველი ფსიქიატრის, პროფესორის და აკადემიკოსის ავლიპ ზურაბაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის სამი ათეული წელია გასული, თუმცა მისი კოლორიტული იმიჯის და საუბრის მანერის წყალობით საზოგადოებაში დღესაც აქტიურად ცოცხლობს მისი კულტი.დღესაც ხშირად გაიგონებთ ხალხში დამკვიდრებულ ტერმინებს "ავლიპასთანაა სამკურნალო", " ავლიპას პაციენტია"და ა. შ. საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება კურიოზული და სასაცილო ისტორიები ავლიპი ზურაბაშვილის გარშემო, დღეს საკმაოდ ძნელია გაარკვიო, რომელია სიმართლე ან რომელი გამოგონილი ამბავი, ასეა თუ ისე, დღეს გაგაცნობთ მორიგ სახალისო ისტორიას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და აქტიურად აზიარებენ.

image


"ავლიპი შემოვლაზეა პალატებში. ერთ პალატაში ერთ პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ეკითხება:
– აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ?
– რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.
– რათა, რა მოხდა?
– გადამრევენ ეს ქალები (ეტყობა, ამ „პროფილით“ მოხვდა სტაციონარში)!
– რაო, რა უნდათ?
– მეც კაცი ვარ, ადამიანი... განა ამდენი შემიძლია?
– რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, შეიძლება, მიამბო?
– კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ... ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან... აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი?!
ავლიპმა ცოტა ხანში „გამოსავალი იპოვა“.
– კარგი... შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ... შეგენაცვლები, გაიგე შენა?
– აგაშენა ღმერთმა, – გაიხარა პაციენტმა.
– შენ როგორ ხარ? – ახლა მეორეს ეკითხება, ჟორჟიკას.
– ცუდად, ექიმო... მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა, რა!..
აბა, ანალოგს რაღა მოფიქრება უნდოდა?
– მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.
– მართლა? – ამოისუნთქა ჟორჟიკამ.
– ჰო, მართლა, მართლა... თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და, ხომ არ მოვატყუებ? იჰ! – გამოერკვა მაშინვე, – ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და... – წამოხტა და გავარდა პალატიდან“.
(მთავარ ფოტოზე-სესილია თაყაიშვილი, ავლიპ ზურაბაშვილი და ლეილა აბაშიძე)
image

ასევე იხილეთ


სოციალურ ქსელში სახალისო ალეგორიული ხასიათის პოსტი ვრცელდება ზამთრის საბურავებზე, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ: "მე უარს ვამბობ ზამთრის საბურავების გამოყენებაზე, რადგან: ჩემი მანქანაა, ჩემი არჩევანია და ჩემი თავისუფლებაა.... არ დაიჯერებთ მარა, ზამთრის საბურავების ეფექტიანობის შეფასება ძირითადად იმავე კ...


თითქმის ყველა ქალს სურს იყვეს ერთადერთი და განუმეორებელი საყვარელი მამაკაცისთვის. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ბლოგერმა მეტსახელად thicctok5280 გააზიარა ვიდეო "ტიკ-ტოკში" რის შემდეგაც მას ურჩიეს განქორწინება. გოგონამ თქვა, რომ ის და მისი მეუღლე ისვენებდნენ სანაპიროზე, სადაც მისი რჩეული იღებდა ვიდე...



ჩვენ ყველანი ვერ ვიქნებით სრულყოფილები და არც თუ იშვიათად ვუშვებთ შეცდომებს, მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და ხშირად მოგვიანებით ვხვდებით თუ რამდენად გულუბრყვილო ვიყავით და ზოგჯერ მცდარი წარმოდგენა გვქონდა რაიმე საკითხზე. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ ესმით და ჯიუტად აგრძელებს საკუთარი ვერსიის მტკიცებას, ბევრი იმდენად აბსურდულია, რომ მხოლოდ ...


1920-40-იანი წლები *** - როდის ჩატარდა საბჭოური ტიპის ტიპის პირველი თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები? - როდესაც ღმერთმა შექმნა ევა ადამის ნეკნიდან და უთხრა: "აირჩიე შენი ცოლი". *** სსრკ-ში დაუშვეს დათვებზე ნადირობა. დათვები საზღვარზე გარბიან. მათ შორისაა კურდღელიც .ეკითხებიან : - რატომ გარბიხარ? - ყველა დათვს კლავენ ...


ფეისბუქზე ეს ბოლო ხანებია დიდი პოპულარობით სარგებლობს ვინმე "კარენ კარაპეტიანის" აკაუნტი, რომელიც საოცრად ლაღი და ჯანსაღი იუმორით ღადაობს სომხებზე, რა თქმა უნდა კარაპეტიანის უკან იმალება პიროვნება ქართული ეთნოსიდან, სავარაუდოდ მისი სახელი და გვარი საბა ქასრაშვილი უნდა იყოს, რ...

0
1342
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0