საზოგადოება ქართველი ცნობილი სახეების ქორწინება-განქორწინების ქრონოლოგია 2014, 26 დეკემბერი, 12:05 როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ქართველი "ვარსკვლავები"არაფრით ჩამოუვარდებიან თავიანთ საზღვარგარეთელ "კოლეგებს" და მგონი ცოტა აჭარბებენ კიდეც.
მიშა გომიაშვილი-მსახიობი, ლეგენდარული არჩილ გომიაშვილის შვილი, მაყურებელმა სერიალიდან "ყავა და ლუდი" შეიყვარა, უკვე მეხუთედ დაქორწინდა, ამჟამად მისი რჩეული კოსტუმების მხატვარი ქეთი კალანდაძეა. წინა 4 ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს, ნატალია და აჩიკო. ლიზა ბაგრატიონი-მომღერალი სამჯერ გათხოვდა, ბოლო მისი მეუღლე ანსამბლ "შვიდკაცას" წევრი დათო ნოზაძე გახლდათ.ამჟამად კი 28 წლის მუსიკოს გიორგი ცაგარელზეა შეყვარებული. ეკა კვალიაშვილი ყოველი მორიგი გათხოვების შემდეგ იძახდა, რომ ჭეშმარიტი და ნამდვილი სიყვარული იპოვა და ასე დაუსრულებლად.შემდეგ საერთოდ გაჩუმდა და განაცხადა, რომ აღარ აპირებს გათხოვებას.შეგახსენებთ იგი სამჯერ იყო გათხოვილი, ჰყავს ერთი ქალიშვილი, ნუკა. ია ფარულავა ოთხჯერ გათხოვდა, პირველად ქართველი იყო მისი ქმარი, მეორედ ამერიკელი, ხოლო მესამედ ლიბანელი.შემდეგი ახალი სიყვარული რაჭის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე იყო.ამჟამად მუსიკოს ტარიელ სუართან ერთად ცხოვრობს. ნინა წკრიალაშვილი ორჯერ იყო გათხოვილი, მისი ბოლო ქმარი ძალოვანი უწყებიდან იყო, რომლისთვისაც ნინა მე-3 თუ მე-5 ცოლი იყო. ნინო ქორიძე, მსახიობი, იგი მესამედ გათხოვდა ბევრად მასზე უმცროსს აგრეთვე მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანზე.ჯერ-ჯერობით წყვილი ერთადაა, მეტიც, მათ საერთო შვილიც შეეძინათ.ნინოს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს. გია ჯაჯანიძე სამჯერ იყო დაქორწინებული, იგი თითქოს ყოფილ თანაწამყვან მაკა შალიკაშვილზე მეოთხედ დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ სიტყვა სიტყვად დარჩა. დავით დეფი გოგიბედაშვილი მეოთხედ დაქორწინდა, მისი რჩეული ამჯერად ინგლისური ენის სპეციალისტი ქეთი ჯანაშვილი გახლავთ.მწერალი ფიქრობს, რომ ეს მისი ბოლო ქორწინება იქნება. სალომე გოგიაშვილი "ტელეიმედის"წამყვანი 30 წლის ასაკში მესამედ გათხოვდა, მისი ამჟამინდელი რჩეული ვახო ნიკოლაიშვილია, გეგა ფალავანდიშვილის ცოლის, რუსკა გამყრელიძის ყოფილი ქმარი...(?!) ლალი მოროშკინა სამჯერ გათხოვდა, პირველი ქმარი ნუკრი ჩაგანავა აწ გარდაცვლილია, მეორე ქმართან მიხეილ ღოთვაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს..ჰქონდა სკანდალური რომანი მოკრივე გიორგი კანდელაკთან.ამჟამად მისი რჩეული ირაკლი ჯაფარიძეა.ლალის ორ ვაჟი ჰყავს, -სანდრო და გიორგი. გიორგი ყიფშიძე ორჯერ იყო დაქორწინებული, შემდგომ მხურვალე რომანი გააბა ჯულიანა ბარგნართან...თუმცა ამჟამად ისევ მეუღლეს ანი ჩიკვილაძეს დაუბრუნდა. 721 6-ს მოსწონს
|