სხვა 9 წლის გოგონამ გატაცების ინსცენირება მოაწყო 2014, 24 დეკემბერი, 15:54 16 დეკემბერს ვოლგოგრადის პოლიციის სამორიგეო ნაწილში შევიდა პატარა გოგონას შეტყობინება იმის შესახებ, რომ იგი უცნობმა მამაკაცებმა გაიტაცეს, ჩამწყვდეული ყავთ საბარგულში და მიჰყავთ უცნობი მიმართულებით.
![]() ფეხზე დადგა მთელი ქალაქის პოლიცია.გამტაცებელთა სავარაუდო შავი ფერის ავტომობილის მონაცემები ქალაქის საპატრულო ეკიპაჟებს გადაეცა, გადაკეტილი იქნა ქალაქიდან გასასვლელი გზები.გაჩხრეკილი იქნა 100-ზე მეტი საეჭვო ავტომობილი, თუმცა უშედეგოდ....გამტაცებლების და გოგონას კვალი არსად ჩანდა. თუმცა კვლევის შედეგად დადგინდა გამაოგნებელი ფაქტი, ვიდრე ქალაქის პოლიცია ენაგადმოგდებული გოგონას დაეძებდა....იგი სკოლაში გაკვეთილებზე იჯდა. როგორც გაირკვა ძერჟინსკის მე-13 სკოლის მე-3 კლასის მოწაფემ თავის თანაკლასელის ბინიდან დარეკა პოლიციაში და აუწყა თავის გატაცების შესახებ. ბავშვის საქციელზე პასუხს აგებენ მისი მშობლები სოლიდური ადმინისტრაციული ჯარიმის სახით. 26 5-ს მოსწონს
|