x
image
worldsport.ge
ციურიხში “მატჩი აფრიკისთვის 2” გაიმართა

imageimageimageimageდიდი სლემის 17-გზის გამარჯვებულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და მისმა თანამემამულემ სტანისლას ვავრინკამ ციურიხში აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო “მატჩი აფრიკისთვის 2” გაიმართა.
მატჩიდან შემოსული თანხა გადაირიცხება როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც აფრიკელ ბავშვებს სიღარიბის დაძლევაში და მათი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება.
აღნიშნულ შეხვედრას 11 000 მაყურებელი დაესწრო. როჯერმა სტენი 7:6, 6:4 დაამარცხა. მატჩი 93 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
4 წლის წინ ფედერერმა “მატჩი აფრიკისთვის” რაფაელ ნადალთან ერთად ჩაატარა. მატჩიდან შემოსულმა თანხამ, 2.5 მილიონი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა.
2014 წელს როჯერ ფედერერი 136 000 ბავშვს დაეხმარა.
ვიდეოში ნახავთ: მატჩის ლამაზ გათამაშებებს. როგორია როჯერ ფედერერი მსაჯის ამპლუაში, “მაესტრომ” 11 000 კაცს უდირიჟორა.




www.worldsport.ge



0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0