საზოგადოება "მაესტროს" ჟურნალისტების არხიდან წასვლას ცნობილები ეხმაურებიან 2014, 22 დეკემბერი, 16:02 ტელეკომპანია "მაესტროდან" ჟურნალიტები თითქმის ყოველდღე მიდიან. ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელის გადაწყვეტილებით, არხი ნინო ჟიჟილაშვილმაც დატოვა, რასაც ცენტრალური საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემის "მაესტროს ცხრიანის" დახურვა, რეორგანიზაციის გამოცხადება და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების წასვლა მოჰყვა. გთავაზობთ, ცნობილი ადამიანების საკუთარ მოსაზრებებს, რომლებიც ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს: თეონა გოგელია " "მაეტრო ტვ", ნათელში იყავი რიპ". დიანა ტრაპაიძე "მეზიზღება სიტყვა რეორგანიზაცია". იმედა დარასელია "მაესტროზე წამყვანები ფაქტიურად ტირიან. რა რთულია არასტაბილურობა და მომაკვდინებელი"... მიშა ფეიქრიშვილი "ჩემი გული მაესტროს ჟურნალისტებს!!!" ნანუკა ჟორჟოლიანი "მაეტროს "რეორგანიზაციაზე" პროტესტს ვერ ვხედავ რაღაც :) პოსტს ვწერ ქვეყნიდან, სადაც მედია "წნეხისაგან განთავისუფლდა". პ.ს. არ დაგავიწყდეთ რეორგანიზებულ დახურული მეცხრე არხი და ტვ3 და გახსნამდე დახურული ახალი ტელევიზიაც". ჟანა ასანიძე "არაა მასობრივი პროტესტი... ან როგორ იქნება, როცა კოკა ყანდიაშვილის წონის წონითი კატეგორიაარა გვყავს ქვეყანაში თურმე და ამ მენტალურად ნაძირალამ უნდა უკარნახოს ყველამ, როგორ მოიქცეს". როგორც ცნობილია, ნინო ჟიჟილაშვილს კოკა ყანდიაშვილი შეცვლის. 37 1-ს მოსწონს
|