სხვა პირველკლასელის მოსწრებული პასუხები მასწავლებლის "ჩამჭრელ" შეკითხვებზე - სახალისო ამბავი 2014, 19 დეკემბერი, 12:33 ![]() – აბა დავიწყოთ, რამდენი იქნება 3X3? - 9. - 6X6? - 36. და ასე, ყველა შეკითხვას, რომელზეც მესამეკლასელმა პასუხი უნდა იცოდეს, ბიჭუნამ სწორად უპასუხა. დირექტორი მასწავლებელს მიუბრუნდა და უთხრა: "მგონი ბიჭუნა ნამდვილად იმსახურებს მესამე კლასში გადაყვანას". მასწავლებელმა კი მიუგო: "ბატონო დირექტორო, მეც მაქვს რამდენიმე შეკითხვა მასთან, თუ შეიძლება." - აბა, მიპასუხე, რა აქვს ძროხას ოთხი, მე კი მხოლოდ ორი? - ფეხი, - მიუგო ბიჭმა. - რა არის მაგარი და ვარდისფერი, როცა შედის და რბილი და წებოვანი, როცა გამოდის? დირექტორს თვალები გაუფართოვდა და გაშეშდა. - კევი.- დაუფიქრებლად უპასუხა ბიჭმა. - რას აკეთებს კაცი ფეხზე მდგარი, ქალი - დამჯდარი, ძაღლი კი - სამ ფეხზე? დირექტორმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბიჭუნამ პასუხი დაასწრო: - ხელს ართმევს. - რომელი ინგლისური სიტყვა იწყება F-ით და მთავრდება K-თი და აღნიშნავს ძლიერ სიცხესა და აღელვებას. - Firetruck (სახანძრო მანქანა). - ეს ყველა მამაკაცს აქვს, ზოგის გრძელია, ზოგის მოკლე, ქორწინების შემდეგ მას ცოლსაც აძლევს ხოლმე. - გვარი. - რომელ ორგანოს არა აქვს ძვალი, აქვს მხოლოდ კუნთები და ბევრი ვენა, პულსირებს და მოფერებისას სითბოთი გპასუხობს? - გული. ბოლო კითხვის შემდეგ დირექტორმა შვებით ამოისუნთქა და მასწავლებელს უთხრა: - წაიყვანეთ პირდაპირ ჰარვარდში, თქვენს შეკითხვებზე მეც კი არასწორი პასუხები მქონდა. 7837 23-ს მოსწონს
|