საზოგადოება წერა-კითხვის მცოდნე საქართველო 2014, 16 დეკემბერი, 16:24
წერა- კითხვა მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანის ცხოვრებაში. მშობლები შვილებს ბაღის ასაკიდანვე ასწავლიან წერასა და კითხვას. გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზრდასული მოსახლეობის 84% წერა-კითხვა იცის. ამ ინფორმაციას რუსული ვებ გვერდი "ბე-ინ.რუ" ავრცელებს.
ამ მხრივ ჩამორჩენილ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი ინდოეთს უჭირავს, რომლის 286 მილიონი ადამიანი სრულიად გაუნათლებელია, შემდეგ მოდის ჩინეთი, რომლის 54 მილიონი მოსახლე გაუნათლებელია, პაკისტანი ჩინეთს მხოლოდ 2 მილიონით ჩამორჩება.
წერა-კითხვის ცოდნით პირველ ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით საქართველო, სადაც წერა-კითხვა ყველა ზრდასულმა ადამიანმა იცის. ამ მხრივ მეორე ადგილზე მოსახლეობის 95% რუსეთი მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი კომპიუტერმა ჩაანაცვლა განათლების დონე საქართველოში მაინც მაღალია და იმედია რომ ასეც გაგრძელდება. 94 2-ს მოსწონს
|