საზოგადოება ანა მარგველაშვილი გათხოვდა, ვინ არის და რას საქმიანობს პრეზიდენტის სიძე? 2014, 16 დეკემბერი, 14:41 საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი მამაზე არანაკლებ პოპულარულია. გოგონა საზღვარგარეთ იზრდებოდა და საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ანა ყველასაგან გამორჩეული და თავისუფალი ადამიანია. იმ ფაქტმა, რომ ის პრეზიდენტის ქალიშვილია მასზე, მის ცხოვრების წესსა და თავისუფლების ხარისხზე დიდი ზეგავლინა ვერ მოახდინა. მის ყოველი ნაბიჯი, ფოტო თუ ვიდეო ყვითელი პრესისა და საზოგადოების განხილვის საგანია. ყვითელ პრესას არ წყალობს, მაგრამ სკანდალებში უნებურად ეხვევა. მის მეგობრებს თუ დავუჯერებთ, ანას საკუთარი ცხოვრების წესი აქვს და ის მამის მდგომარეობის გამო არ შეუცვლია. ბევრს საუბობდნენ, იმაზე რომ ანას რომანი ჰქონდა ლევან ჩიჩუასთან, იგივე თიელთან. ეს ყველაფერი ჭორები აღმოჩნდა. ანას რჩეული თიელის ძმა, გიგი ჩიჩუა გახლავთ. წყვილი სოციალურ ქსელში დაქორწინების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მილოცვებსაც იღებს. გიგი 22 წლისაა, ძმის მსგავსად ისიც მუსიკითაა დაკავებული. გიგი დიჯეი გახლავთ და რამდენიმე ბარში უკრავს. როგორც ამბობენ, ის საკმაოდ წარმატებული და პოპულარული ადამიანია საკუთარ სფეროში. წყვილის ურთიერთობის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ანა მარგველაშვილის დედინაცვალი მაკა ჩიჩუა გახლავთ. ანა მაკას ქალიშვილთან მეგობრობდა და სწორედ ქალიშვილების წყალობით გაიცნო გიორგი მარგველაშვილმა ამჟამინდელი პირველი ლედი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ანას ქმარი და დედინაცვალი ერთ გვარს ატარებენ. საინტერესოა, ეს უბრალო დამთხვევაა, თუ ყველაფერის უკან ნათესავური კავშირი იმალება. ანას სულ მალე კიდევ ერთი სიხარული ელის, მალე ძმაა ეყოლება. ვუსურვოთ ანას და გიგის წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 3870 22-ს მოსწონს 8-ს არა
|