x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი საქართველოზე,რომელიც შესაძლოა ზოგიერთი მათგანი არც იცოდით
1-მრავალი მკვლევარის ვარაუდით სიტყვა ღვინო მთელს მსოფლიოში ქართულიდან გავრცელდა, ფუძეს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს:ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино და ა.შ. სიტყვა თამადაც(სუფრის გამძღოლი)ქართულიდან დამკვიდრდა პოსტსაბჭოთა და ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში.

image

2-ძნელად მოიძებნება ის ქართველი, რომელმაც არ იცოდეს, რომ მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სიძველით ქართული დამწერლობა მე-5 ადგილზეა, მასზე წინ მხოლოდ
ჩინური, ბერძნული, ლათინური და ებრაული დამწერლობაა.


3-ჭიათურა იყო ქალაქი, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო გაყვანილი.


image

4-სოფელი უშგული ყველაზე მაღალი დასახლებაა ევროპაში, ის ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს.

image

5-1935 წელს მუშტაიდის ბაღში ამოქმედდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.

image

6-მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი ტრაქტორი საქართველოში დამზადდა 1963 წელს ЧСН-1, 6/1, 3 А “Сакартвело".

image

7- 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი;


8-სამების საკათედრო ტაძარი (98მ)სიდიდით რიგით მესამეა მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებულ ტაძრებს შორის, მას მხოლოდ მაცხოვრის საკათედრო ტაძარი-(მოსკოვი) და ისააკის ტაძარი-(სანკტ-პეტერბურგი)ასწრებს.

image

9-საქართველო ერთ-ერთი უიშვიათესი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც არ ყოფილა ანტისემეტიზმი, ებრაელები აქ 2000 წელზე მეტი ცხოვრობდნენ.



10-ნაპოლეონის პირადი მცველი ქართველი იყო, -როსტომ რაზმაძე.

image

9
3056
16-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3056
  
2015, 2 სექტემბერი, 1:49
დღევანდელი 14 ანბანი მომდინარეობს სამი ხალხისაგან 1) სემიტები (ახლანდელი არაბ-პალესტინელ-სირიელ-ებრაელების წინაპრები) 2) ჩინელებისაგან, 3) ინდოელებისაგან.
2015, 2 სექტემბერი, 1:45
ჰოოოოოოო აი ანბანზე კი უნდა შევნიშნო,მე-5-ე არა მგონია ჩვენი დამწერლობა იყოს, ჩინურის,ბერძნულის ,ლათინურის, და ებრაულის გარდა ქართულ დამწერლობაზე ძველია ასევე სირიული, (ძვ წ აღ, 200 წ-დან) ,ეთიოპური (ძვ წ აღ, 6 საუკუნიდან) გეეზის დამწერლობა ,და ინდურიც (ძვ წ აღ 3 საუკუნიდან) ვგულისხმობ არა" ქხმერულს" ან "დევანგარს" არამედ " ბრახმის" საიდანაც განვითარდა დღევანდელი ინდური დამწერლობების დიდი ნაწილი. ნუ არაბულზე აღარ ვამბობ.
2015, 2 სექტემბერი, 1:04
ჭიათურაზე და ტრაქტორზე არ ვიცოდი, კარგი სტატიაა. დავამატებდი მეც ,როგორც ვარაუდობენ სიტყვა "მედიცინა" მედეადან მომდინარეობს. და საერთოდაც არსებობს ვარაუდები (ჯერ დაუმტკიცებელი) რომ საქართველო ღვინის გარდა ,მეტალურგიის ,მედიცინის,და პურეული კულტურების სამშობლოცაა, ნუ ყოველ შემთხვევაში ქართველთა დიდი წვლილი ამ დარგებში უდავოდ დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს.
2014, 30 დეკემბერი, 22:14
მაგრები ვართ ქართველები :) კარგი სტატიაა
2014, 17 დეკემბერი, 23:05
კარგი სტატიაა
2014, 13 დეკემბერი, 23:29
რარაც პატრიოტული სტატიაა კარგი ამაღლებული გრზნობა მოიტანა
2014, 13 დეკემბერი, 15:05
ბოლო მართლა არ ვიცოდი, საინტერესოა.
2014, 13 დეკემბერი, 13:31
მადლობა გაიხარე
2014, 13 დეკემბერი, 13:06
ყოჩაღ კარგი სტატია :)
0 1 9