სხვა როგორ აკეთებენ პრეზერვატივებს ბრაზილიის ტყეებში 2014, 9 დეკემბერი, 15:11 ბრაზილიის შტატ აკრეში, გაუვალი ტყეების შუაგულში მდებარეობს ფაბრიკა Natex, რომელიც პრეზერვატივების წარმოებითაა დაკავებული.
რადგან ამ ფაბრიკის მუშაობა მთლიანად ტროპიკულ ტყეებზეა დამოკიდებული, მისი მესვეურები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ ხეების გადარჩენასა და მათ გამრავლებაზე, ხოლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფაბრიკა იბრძვის შიდსის გავრცელების წინააღმდეგ.
მოდით ერთად ვიმოგზაუროთ შუაგულ ბრაზილიაში, მოვინახულოთ ეს უჩვეულო ადგილი და თვალი შევავლოთ ყველაზე გავრცელებული კონტრაცეპტივების წარმოების პროცესს.
ჩვენი მეგზური ამ ვირტუალურ მოგზაურობაში უბრალო ბრაზილიელი მუშა რაიმუნდო პერეირა იქნება. რაიმუნდო მთელი დღე დაკავებულია იმით, რომ აგროვებს კაუჩუკის ხის წვენს, ეს წვენი კი რეზინის კონტრაცეპტივების ადგილობრივი ფაბრიკის ძირითად სამუშაო მასალას წარმოადგენს. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ფაბრიკა, რომელიც პრეზერვატივების დასამზადებლად ნატურალური კაუჩუკის წვენს იყენებს. მაშ ასეე... დილაა, პერეირა სამუშაოზე წასვლის წინ თავის ქათმებს აპურებს ქალბატონი პერეირა ქმარს საუზმეს უმზადებს მთავარი სამუშაო იარაღი არ დაგვავიწყდეს სწორედ ამ იარაღით აკეთებს რაიმუნდო ნაჭდევებს კაუჩუკის ხეზე, რომ იქედან წვენი წამოვიდეს მუშაობა სუფთა ჰაერზე მიმდინარეობს აი ისიც, კაუჩუკის წვენი პერეირა ამ წვენს ბიდონებში აგროვებს რაიმუნდოს და მისი თანასოფლელების მიერ შეგროვებული კაუჩუკის წვენი ფაბრიკაში ხვდება ფაბრიკა დაარსდა 1988 წელს შაპურიში, აკრეს შტატში, ამაზონის ტყეების შუაგულში ფაბრიკაში ყოველწლიურად 100 მილიონამდე პრეზერვატივს ამზადებენ აი ისინიც...თითქმის მზად არიან შესაფუთად ნიმუშებს საგულდაგულოდ ამოწმებენ პრეზერვატივები ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთით მზადდება აქ წარმოებული რეზინის კონტრაცეპტივები მხოლოდ მეხუთედია იმისა, რასაც მთავრობა ყოველწლიურად ურიგებს მოსახლეობას შიდსთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში მთლიანად ბრაზილიაში 500 მილიონამდე კონდომს არიგებენ უფასოდ, რადგან ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა შიდსით დაავადებულთა რაოდენობით. სულ ბრაზილიაში 730 ათასი შიდსის ვირუსით ინფიცირებული ადამიანია აღრიცხვაზე. 1006 10-ს მოსწონს
|