x
image
მანჩო 777
უჩვეულო პარკირება სინგაპურის ცათამბჯენზე Hamilton Scotts
ავტომობილების პარკირების პრობლემა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში Hamilton Scotts, რომელიც სინგაპურში მდებარეობს, ძალიან უჩვეულო ფორმით გადაჭრეს. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ყველა ბინას აქვს ორი ადგილი ავტომობილის პარკირებისათვის იმისდა მიუხედავად, თუ რომელ სართულზე მდებარეობს ბინა. დიახ, დიახ, ავტომობილების პარკირება აქ უშუალოდ ბინაშია შესაძლებელი.


image


სინგაპურში მდებარე ცათამბჯენი Hamilton Scotts 56-სართულიანი შენობაა და უჭირავს ათიათასობით კვადრატული მეტრი ფართობი, თუმცა ეს სივრცეც კი არ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ შენობაში რამდენიმეიარუსიანი პარკირება მოეწყოთ.


თუმცა ეს პარკირება მაინც არსებობს, მაგრამ მას უჭირავს ძალიან მცირე ფართობი და განკუთვნილია სტუმრებისათვის, ხოლო თავად Hamilton Scotts-ში მცხოვრები ადამიანები მანქანებს საკუთარ ბინებში აჩერებენ.



image


საქმე იმაშია, რომ Hamilton Scotts-ის ყველა 56-ივე სართულზე არსებობს არა მხოლოდ სამგზავრო ლიფტები, არამედ სატვირთო ამწეებით აღჭურვილი ლიფტებიც, რომელთა დანიშნულება სწორედ მანქანების აყვანაა სხვადასხვა სართულზე.


image


საკმარისია სახლის მობინადრე მანქანით შევიდეს ამ ლიფტში, მიუთითოს საჭირო სართული და ბინის ნომერი და ორიოდე წუთში ის უკვე თავის ბინაშია, თან მანქანიანად.


image


ცათამბჯენის ყველა ბინას აქვს ორი გარანტირებული ადგილი ავტომობილისათვის, ამასთანავე ეს მაღლივი ავტოფარეხები სასტუმრო ოთახებისაგან გამოყოფილია სქელი მინის კედლებით. ასე რომ ადამიანებს შეუძლიათ დატკბნენ თავიანთი ძვირფასი ავტომობილების ყურებით დივანზე გაზეთების კითხვის ან ტელევიზორის ყურების დროს.


image


Hamilton Scotts - მსოფლიოში პირველი ცათამბჯენია, რომელსაც პარკირების აღნიშნული სისტემა აქვს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახლი შედის მსოფლიოს უძვირესი საცხოვრებელი ბინების ხუთეულში. ამ შენობაში ერთოთახიანი აპარტამენტის ქირაობა ერთი თვით "სულ რაღაც'' 14 000 სინგაპურული დოლარი დაგიჯდებათ, რაც დაახლოებით 10 700 აშშ დოლარის ექვივალენტია.

0
35
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0