არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც ამჟამად ტრავმის გამო რეიტინგში 140-ე ადგილზეა, იანვარში კორტზე დაბრუნებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას Tribune.com ავრცელებს.
დელ პოტრო სიდნეის ტურნირში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც 11 იანვარს დაიწყება.
“მიყვარს სიდნეიში თამაში, ეს ქალაქი ძალიან ლამაზია და კარგი გულშემატკივრები არიან. ვეცდები ტიტული დავიცვა, გასულ წელს ამ ტურნირზე კარგად ვითამაშე”- განაცხადა დელ პოტრომ.
არგენტინელს მარცხენა მაჯის ტრავმის გამო თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. ხუან მარტინს ერთი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული (ამერიკის ღია პირველობა 2009 წელი).
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge