შოუბიზნესი 40 წელს გადაცილებული ულამაზესი ვარსკვლავები, რომლებიც არასოდეს გათხოვილან 2014, 4 დეკემბერი, 12:16 1-კამერონ დიასი, -41 წლის
რამდენჯერმე ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა, თუმცა გათხოვილი არ ყოფილა.ხვდებოდა თავის დროზე ჯასტინ ტიმბერლეიკს, აგრეთვე ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს ალექს როდრიგესს. ამჟამად კამერონს როკერ ბენჯი მედენთან აქვს გაბმული რომანი, ყვითელი პრესა აცხადებს, რომ ურთიერთობა სერიოზულია....იქნებ 40 წლის შემდეგ მაინც მივიდეს პირველად საზეიმოდ საკურთხეველთან..ვინ იცის. 2-ევა მენდესი, 40 წლის მას ბავშვიც კი ჰყავს ბოიფრენდ რაიან გოსლინგისგან, მაგრამ გათხოვილი არასდროს ყოფილა. 3-შარლიზ ტერონი, 40 წლის მსახიობს ჰქონდა სერიოზული ურთიერთობები, ერთ-ერთი 9 წელი გაგრძელდა და 2010 წელს დასრულდა.ამავე პერიოდში თავშესაფრიდან ბავშვი აიყვანა და იშვილა.ამჟამად მსახიობი შონ პენს ხვდება, თუმცა ქორწინებაზე საუბარი არ არის, თვითონ შონი ორჯერ იყო დაქორწინებული მადონაზე და რობინ რაიტზე.4-მერი ლუიზ პარკერი, 50 წლის 2004 წელს შვილი გაუჩნდა მსახიობ ბილი კრუდაპისგან, დანიშნულიც იყო მსახიობ ჯეფრი მორგანზე, თუმცა მასაც დაშორდა..2008 წელს პარკერმა ეთიოპელი გოგონა იშვილა..ამჟამად ბავშვების აღზრდითაა დაკავებული.5-ვაინონა რაიდერი, 42 წლის მსახიობი 90-იან წლებში ჯონი დეპთან ერთად ცხოვრობდა..თუმცა თეთრ კაბამდე საქმე მაინც არ მივიდა. შემდეგ მსახიობი ხვდებოდა მეთ დეიმონს და ლეივ პირნერს..კვლავ ქორწინების გარეშე.6-ტაირა ბენქსი, 41 წლის ამერიკელი სუპერმოდელის ბოიფრენდები სხვადასხვა სფეროდან იყვნენ:მომღერალი, კალათბურთელი, რეჟისორი და სხვა, თუმცა არცერთმა მათგანმა არ ისურვა მოდელთან ოჯახური უღლის დადგმა. 7-კაელი მინოუგი, 46 წლის ავსტალიელი პოპ-დივა ხვდებოდა მომღერლებს, მსახიობებს...მოდელ ანდერს ვანლენკოსთან ურთიერთობა 7 წელი გაგრძელდა, თუმცა აქედანაც არაფერი გამოვიდა..ვარსკვლავი ისევ მარტოა და არც აპირებს გათხოვებას. 1645 6-ს მოსწონს
|