![სელებრითები, რომლებიც თავს
სტრიპტიზით ირჩენდნენ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201412/2014120222392421579.jpg)
საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა ლამაზი სხეულის მქონე ქალბატონებს თუ მამაკაცებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ თანხა. როგორც აღმოჩნდა, ამერიკაში და არამარტო
ამერიკაში, მიღებულად ითვლება სტრიპტიზის ცეკვა. ამ სფეროში დიდი ფულია და შესაბამისად, ღამის კლუბებსა და ბარებში საცეკვაოდ ბევრი მიიწევს. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც კარიერა სტრიპტიზის ცეკვით დაიწყეს და გაჭირვების ჟამს თავს ამით ირჩენდნენ.
ბრედ პიტი
![სელებრითები, რომლებიც თავს
სტრიპტიზით ირჩენდნენ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201412/2014120222413121579.jpg)
ახალგაზრდა ბრედ პიტი, როდესაც ის მისურიში, კოლეჯში სწავლობდა, მამაკაცთა ჯგუფში ცეკვავდა, რომელსაც “The Dancing Bares” სახელით იცნობდნენ.
ჯგუფი ძირითადად გოგონების წვეულებებზე ცეკვავდა. ახალგაზრდა მსახიობი სტრიპტიზით წარმატებით ირჩენდა თავს.
კეტრინ ზეტა-ჯონსი
![სელებრითები, რომლებიც თავს
სტრიპტიზით ირჩენდნენ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201412/2014120222381021579.jpg)
სამსახიობო კარიერის დასაწყისში, ძირითადი შემოსავალი ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობისთვის სწორედ სტრიპტიზი იყო. ის განსაკუთრებით კარგად ასრულებდა
ეგზოტიკურ ცეკვებს და პლასტიკასთან სიახლოვე ფილმ „კაბარეშიც“ გამოიყენა.
ლედი გაგა
სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა, იგივე ლედი გაგა 18 წლის ასაკში სტრიპტიზ კლუბში ცეკვავდა და ეს ნამდვილად არ იქნება მოულოდნელი არავისთვის, მისი იმიჯიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე.
ხავიერ ბარდემი
![სელებრითები, რომლებიც თავს
სტრიპტიზით ირჩენდნენ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201412/2014120222415421579.jpg)
ფულის შოვნის მიზნით, არც 20 წლის ხავიერს დაუხევია უკან და ხშირად ცეკვავდა ღამის კლუბებში თუ კერძო წვეულებებზე.
რენე ზელვეგერი
![სელებრითები, რომლებიც თავს
სტრიპტიზით ირჩენდნენ image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201412/2014120222405421579.jpg)
დიდ ეკრანებზე გამოჩენამდე, მსახიობი ტეხასის ერთ-ერთ ღამის კლუბში ცეკვავდა. მოგვიანებით კი ცეკვა წარმატებით გამოიყენა ქეთრინ ზეტა-ჯონსთან ერთად ფილმ „კაბარეში“.