შოუბიზნესი ჰოლივუდელი სელებრითების დიდი ტრაგედიით დასრულებული სასიყვარულო ისტორიები 2014, 30 ნოემბერი, 12:59 წარმატებული ადამიანების დანახვისას, ვფიქრობთ, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის და მათ არ იციან რა არის ტრაგედია და უბედურება. ჩენი ფიქრების მიუხედავად, ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომელთაც არაერთი გასაჭირი გამოუვლიათ. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობილი ადამიანების დიდი სიყვარულის ტრაგიკული დასასრულის ხუთ ისტორიას, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია. პირს ბროსნანი და კასანდრა ჰარისი წყვილმა 1980 წელს შექმნა ოჯახი და პირს ბროსნანმა კასანდრას ორი შვილი საკუთარივით მიიღო. მოგვიანებით მათ საერთო შვილიც შეეძინათ, მაგრამ მათი ბედნიერება კასანდრას ავთვისებიანმა სიმსივნემ შეცვალა. მიუხედავად 8 ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კურსებისა, ყველანაირმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და კასანდრა 1991 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბროსნანისთვის საუკეთესო ადგილი ის ბაღი გახდა, სადაც მეუღლესთან ერთად უყვარდა საუბარი. ეს ყველაფერი არ არის. ტრაგედია ისევ განმეორდა. კასანდრას ქალიშვილი, რომელიც ცნობილმა მსახიობმა საკუთარი შვილივით მიიღო და გაზარდა, მალევე იგივე დიაგნოზით გარდაიცვალა. ლეა მიჩელი და კორი მონტეინი
მსახიობები ძალიან მალე გახდნენ ჰოლივუდის პოპულარული წყვილი. მათი ფოტოები, რომლებიც ინსტაგრამზე ყოველდღიურად იტვირთებოდა, სავსე იყო სიხარულითა და სიყვარულით. სამწუხაროდ, მათი ურთიერთობა მონტეინის გარდაცვალებით დასრულდა. ის ვანკუვერის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, რისი მიზეზიც ჰეროინისა და ალკოჰოლის ნაზავი გახდა. მსახიობი სულ რაღაც 31 წლის იყო.
პატრიკ სვეიზი და ლიზა ნიემი
242 4-ს მოსწონს
|