x
image
ვიზა კოხაძე
"ვინ არის ყველაზე ლამაზი მათ შორის"? - 14 დეკემბერს ლონდონში " მის მსოფლიო - 2014" - ის გვირგვინს ერთ - ერთი მათგანი დაიდგამს ( + ბევრი ფოტო )
image"ვინ არის ყველაზე ლამაზი მათ შორის"? - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე გლამურული გოგონები, რომლების მსოფლიოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

შოუ, რომელსაც 63 წლის ისტორია აქვს და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პირდაპირ ეთერში მილიონობით მაყურებელი უყურებს, " მის მსოფლიო - 2014" - ის ტიტულის მოსაპოვებლად უკვე დაიწყება და 14 დეკემბერს საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდება. მასში 120 საერთაშორისო კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.თითოეული კონკურსანტი არა მარტო ყველაზე ლამაზად ითვლება საკუთარ ქვეყანაში, არამედ ეს შოუ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე ქალი. გარდა ამისა საგულისხმოა ის ფაქტიც რომ, წლევანდელ კონკურსზე დიდი ყურადღება დაეთმობა არა მარტო 60/90/60, არამედ მათ განათლებას, ჰობს, ინტერესების ფართო სპექტრს, საქველმოქმედო საქმიანობას.

საინტერესოა, ვინ მიიღებს პირველ ადგილს წელს და რომელი ლამაზმანი წაიღებს სახლში "Miss World" გვირგვინს?image


imageimageimageimage

imageიმის გამო, რომ წლევანდელი კონკურსი ლონდონში იმართება, ბრიტანულმა საიტმა ვრცელი სტატია მიუძღვნა ადგილობრივი კონკურსანტის - "England's Carina Tyrrel" დიდების მწვერვალამდე განვლილ გზას.

imageimageimageimageროგორც წყარო წერს, "მის ინგლისი - 2014" კარინა ტურელი, რომელიც პირველივე კლასიდანვე საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა და დღეს კარინა კემბრიჯის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. მან ახლახანს დაიწყო კლინიკური სასწავლო კურსის გავლა ამავე უნივერსიტეტში და იგი ჩართულია გლობალური ჯანმრთელობის საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომელშიც უნივერსიტეტი თავად ასაქმებს წარჩინებულ სტუდენტებს.ეს ორგანიზაცია ცნობილია, რომ მუშაობს ჯანდაცვის ცნობიერების ამაღლებაზე მთელს მსოფლიოში. კარინამ უკვე მოასწრო და ის მუშაობდა ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაში Terredes Hommes.


ის ასევე მუშაობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტროპიკული დაავადებების კვლევის დეპარტამენტში, რომელიც ქველმოქმედებას უწევს უსახლკარო ადამიანებს მთელს მსოფლიოში.

P.S. მართალია, ძალიან ძნელია ამდენ ლამაზმანში საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოავლინო, ისე, რომ სხვას გული არ დაწყვიტო, მაგრამ კომპეტენტური ჟიური ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ტიტული " მის მსოფლიო" დამსახურებულად გადაეცემა ყველაზე ლამაზს დღევანდელ სამყაროში.image


1
50
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
50
  
0 1 1