x
image
natia.a
„ბოშათა ჟამი“ საქართველოში, ანუ ვისი ბიზნესია თბილისის მეტროს მათხოვრები?"
image"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ქალბატონი თბილისის მეტროში ბოშა მათხოვრებთან დაკავშირებულ, ახლახანს მომხდარ ამბავს იხსენებს, რომლის თვითმხილველი გახდდა ხელისუფლებას ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.



”ბოშათა ჟამი” საქართველოში ანუ ვისი ბიზნესია თბილისის მეტროს მათხოვრები?????
ვისაც თუნდაც ერთხელ გისარგებლიათ, თბილისის მეტროპოლიტენით არ არსებობს ყურადღება არ მიგექციათ, ათასი ჯური მათხოვარისა და ძალიან ხშირად ე.წ. ”ინვალიდისათვის”. ამ ” სიკეთეს ” ბოლო პერიოდში დაემატა ორგ-მინის ყუთებით შეიარაღებული აწ უკვე ყოფილი მათხოვრები, რომლებიც ავადმყოფებისათვის, საოპერაციოდ აგროვებენ შესაწირს....ცალკე თემაა, რა კავშირი აქვთ მათ, ამ ავადმყოფებთან. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მათგან ფულის აგროვების სანაცლოდ წილში უსხედან. პატარა ბავშვები მოწყალების თხოვნასთან ერთად, საოცრად აგრესიული ფორმით მგზავრებს ხელში აჩეჩებენ ათასგვარ ხატსა თუ სანთელს და ვაი, მისი ბრალი ვინც გაბედავს და უკან დაუბრუნებს და ფულს არ გადაიხდის.


დღეს საოცარ და ამაზრზენ სცენას შევესწარი, როდესაც 6 წლის არაქართველმა ბიჭუნამ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რას არიგებდა ( ეს იყო მაცხოვრისა და 2 სხვა წმინდანის ხატი ერთად ) მორიგი ხატი ხელში შეაჩეჩა ასაკოვან ქალბატონს. ქალმა ლარიანი მისცა და იმის ნაცვლად, რომ მადლობა მაინც გადაეხადა, ამ ლაწირაკმა საოცარი რაღაც ჩაატარა ხელში ქალბატონს ჩაუგდო 10 თეთრიანი და როდესაც ქალმა ეს ფული უკან მისცა, ჩხუბი დაუწყო 10 თეთრიანი კი არა ლარიანი იყოო .. ქალი გადაირია, ლაწირაკმა ვაგზალზე ვაგონის კარს დახურვის საშუალება არ მისცა და თავის ენაზე ყვირილი დაიწყო, წამებში შემოცვივდნენ 4 - 5 ციგნის 15 წლამდე მოზარდები, გოგონები სხვათა შორის და ეს საწყალი ქალი უწმაწური სიტყვებით ლანძღეს. მთელი ვაგონი გადაირია და როდესაც ნაძალადევში ქალმა კივილი დაიწყო და პატრულს უხმობდა, ეს უზრდელები აქეთ დაემუქრენ, არ დაგვიჭერს პატრული და შენ კიდევ გნახავთო პრიციპში ასეც იქნებოდა, რადგან პატრულს თვალები და ყურები აშკარად მიხატული აქვს, რადგან ვერაფერს ვერ ხედავს და არაფერი არ ესმით .... საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი ჩნდება, რომ ეს ვიღაცის ბიზნესია და მავანი ძალიან კარგად ითბობს ამით ხელს....



ბატონებო, საქართველოს ხელისუფალნო, იქნებ თუნდაც თვეში ერთხელ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რეალურად დაინახოთ რა დღეში ვართ, ჩვენ ჩვეულებრივი ქართველი ხალხი .... ნაირნაირ დასაცავ ობიექტებს რომ იგონებთ, ცხოველების უფლებებს იცავთ, აუცილებლად წინასაარჩევნო პერიოდი უნდა იყოს, ჩვენც რომ გაგვიხსენოთ?????" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.




წყარო: "Facebook"

0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0