სხვა რას არ მოიფიქრებს ადამიანის გონება 2014, 27 ნოემბერი, 20:18 ამ ინოვაციური გამოგონების შესახებ სულ ახლახან წავიკითხე ახალ ამბებში. მინდა თქვენც გიამბოთ, თუ რაზეა საუბარი.
ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე სოფელ ჟენვეს 65 წლის მცხოვრებმა კრისტიან პონშევალმა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად შექმნა მეტეორიზმის საწინააღმდეგო აბები, რომლის მიღების შემდეგ ნაწლავებიდან გამოყოფილ გაზებს აღარ ექნება უსიამოვნო სუნი, პირიქით, ის ვარდის, ან თუ გნებავთ, შოკოლადის არომატით იქნება გაჯერებული. ახალი წლის მოახლოებული დღესასწაულების წინ ამ აბებს, სავარაუდოდ, უამრავი მყიდველი ეყოლება. კრისტიანი დიდი ხანია საჭმლის მონელების პრობლემით იტანჯება. ამით გაწამებულმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავა აბები, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ გამოყოფილ გაზებს სასიამოვნო არომატად გადააქცევს. მან თავის წამალს Lutin Malin დაარქვა. პრეპარატის წარმოებაზე ნება დართო საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ. ის დამზადებულია ნატურალური ნედლეულისაგან, როგორიცაა მაგალითად, ზღვის წყალმცენარეები, მოცხარი, ვარდის ზეთი და სხვა. 60 -აბიანი შეკვრა ღირს სულ რაღაც 9, 99 ევრო. გამომგონებელი ამბობს, რომ შეკვეთებს ვერ აუდის. აბები შესაძლებელია გამოყენებული იქნას აგრეთვე ძაღლებისათვის. ფრანგი სპეციალისტების სხვა ჯგუფმა კი გადაწყვიტა ბაზარზე გამოუშვას ჰაერის გამაჯანსაღებელი ტრუსებისათვის. ისევე როგორც უნიტაზის კიდეზე მაგრდება ჰაერის გამწმენდი, ასევე დამაგრდება ეს დევაისი ტრუსის რეზინაზე და თავიდან აგაცილებთ უსიამოვნო სუნს. სულ რამოდენიმე დღის წინ ერთმა ინგლისურმა კომპანიამ მოაწყო ანონსირება ქალებისათვის განკუთვნილი პრეპარატისა, რომლის საშუალებით ქალის საშო გამოყოფს ატმის არომატს. ამ სასწაულმოქმედ პრეპარატს Sweet Peach Probiotics დაარქვეს. კომპანია გვარწმუნებს, რომ მალე გამოუშვებს ამ საოცრებას სხვა არომატებითაც. 252 10-ს მოსწონს
|