საზოგადოება ნათია ფანჯიკიძე: "ბატონი ბიძინა არ გამიქილიკებია, მას უბრალოდ სწორი რამ მივანიშნე" 2014, 26 ნოემბერი, 13:07
"კი მაგრამ... ხომ ვიკითხე ნებართვა, თავს თუ გამიჭეჭყავენ, ხელის აფარების უფლება მაქვს თუ არამეთქი და თითქოს მომეჩვენა, რომ კიო, გაქვსო, მიპასუხა ხალხმა. თანაც უნდა დავაზუსტო, - ბატონი ბიძინა არ გამიქილიკებია, მას უბრალოდ სწორი რამ მივანიშნე, - მხოლოდ ახლობელი რომ გეტყვის, ისეთი და ამიტომაც გაიზიარა. ხომ ხედავთ, ბოლო დღეებია დამატებითი ტალახის გუნდები შეჩერებულია. რომ მძულებოდა, ხომ არ მივწერდი? ტალახების უღირსმა სროლამ ბევრად უკეთ წარმოაჩინა პირადი და პოლიტიკური დევნა და ირაკლის განადგურების სურვილი და ძალიანაც მომგებიანი იყო ეს ირაკლისთვის, ისე შეირცხვინა თავი მოწინააღმდეგე მხარემ. ირაკლის ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს. ურჩევნია, როცა სხვა გამოხატავს თავის თავს და ამით ხდება ნათელი ბევრი რამ. 93 1-ს მოსწონს
|