ინგა გრიგოლია: "ისაა ამ ქვეყნის უმაგრესი მოქალაქე, რომელსაც ბევრი სიკეთე აქამდეც აქვს გაკეთებული ყოველგვარი პიარის გარეშე"
"გადაიწვა ჩემი ინბოქსი და ტელეფონი ერთი შეკითხვით-დავასახელო, ვინაა ის უმაგრესი ადამიანი, ვინც ანორექსიით დაავადებული მარიკას დაფინანსება გადაწყვიტა, "-ამის შესახებ ცნობილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
"გადაიწვა ჩემი ინბოქსი და ტელეფონი ერთი შეკითხვით-დავასახელო, ვინაა ის
უმაგრესი ადამიანი, ვინც ანორექსიით დაავადებული მარიკას დაფინანსება
გადაწყვიტა. მაპატიეთ, მაგრამ რადგან მან ინკოგნიტოდ დარჩენა მთხოვა და მე პირობა მივეცი, ვერ დავასახელებ. ერთს ვიტყვი, ისაა ამ ქვეყნის უმაგრესი მოქალაქე, რომელსაც ბევრი სიკეთე აქამდეც აქვს გაკეთებული ყოველგვარი პიარის გარეშე და ვინმემ რომ არ ეძებოს რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტი, ვიტყვი რომ მას არანაირი შეხება არასაოდეს ჰქონია პოლიტიკასთან. არანაირი! არასდროს! უბრალოდ, უმაგრესი კაცია, "-წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუკის" პირად გვერდზე.
ცნობისთვის, გუშინ გადაცემის მსვლელობისას ინგა გრიგოლიას ბიზნესმენმა დაურეკა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ის ანორექსიით დაავადებულ მარიკას მკურნალობას დააფინანსებს.