საზოგადოება ინგა გრიგოლია: ვეკუების ოჯახს, სადაც შვიდი ბავშვი უდედოდ იზრდება, დევნილთა სამინისტრო სახლს შეუძენს 2014, 22 დეკემბერი, 19:37 "ვეკუების ოჯახს, სადაც შვიდი ბავშვი უდედოდ იზრდება, დევნილთა სამინისტრო სახლს შეუძენს."-ამის შესახებ ცნობილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს. "როგორ მიყვარს "იმედის კვირა". ჯერ არც ერთი გადაცემა არ გასულა ეთერში შედეგის გარეშე...მორიგი სიხარული, რაც ეთერიდან წამომყვა და რაც გადაცემის მსვლელობისას გახდა ცნობილი, ვეკუების ოჯახს, სადაც შვიდი ბავშვი უდედოდ იზრდება, დევნილთა სამინისტრო სახლს შეუძენს, "წითელი ჯვარი" მზადაა გაურემონტოს საცხოვრებელი. მიყვარს და მაბედნიერებს ეს გადაცემა და კეთილი ადამიანები. უღრმესი მადლობა ყველას. დევნილთა სამინისტროს, "-წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუკის" პირად გვერდზე. 1965 2-ს მოსწონს
|