x
image
ნოდარ ჯოჯუა
ნანუკა ჟორჟოლიანი: გუშინ რედისონთან, ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წამოარტყა

image"გუშინ რედისონთან, ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წამოარტყა"-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.


"ვის უბედავ ჯარიმის გამოწერასო. ამ ბიჭის გვარს შეგნებულად არ ვწერ. მანამდე ლიკანში, ციხიდან გამოსულმა, რამდენჯერმე ნასამართლევმა ადამიანმა, მოკლა პოლიციელი. კიდევ უფრო მანამდე თელავის ცენტრში, ცნობილმა კრიმინალმა ესროლა პოლიციელს! ადგილზე გარდაიცვალა თანამშრომელი. კიდევ უფრო მანამდე, ბათუმში, ქურდის ძმაკაცმა, კლუბში მოკლა პოლიციელი. ქუთაისში, საკრებულოს "ქოცმა" წევრმა დაცვის პოლიციის თანამშრომელს პაგონი აახია! ბატონო პრემიერ მინისტრო! დაიცავით პოლიციელების სიცოცხლე და ღირსება! ნუ აჩმორებინებთ კრიმინალებს იმ ადამიანების თავს, ვიზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება, თორემ ძაან ცუდად დაამთავრებთ!, "-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

0
2708
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
2708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0