საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტს ვაჟი შეეძინა 2015, 2 თებერვალი, 13:19 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე მეორედ გახდა მამა. მას მაკა ჩიჩუასთან თანაცხოვრებისას ვაჟი შეეძინა. ახალშობილი 3.600 კილოგრამს იწონის და 51 სანტიმეტრი დაიბადა. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი დაარქვეს. ცნობისთვის, გასულ წელს, გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. 1707 1-ს მოსწონს 1-ს არა
|