საზოგადოება ლუკა კურტანიძე დაოჯახდა 2014, 16 აპრილი, 21:39 ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე დაოჯახდა. მისი რჩეული ამავე ფედერაციის პრესსპიკერი ხათუნა მიქაცაძეა. როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, წყვილი საქორწინო მოგზაურობაში საზღვარგარეთ იმყოფება. ცნობისთვის, ლუკა კურტანიძე არაერთგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონია. ამასთან, კურტანიძე სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში მუშაობდა. ამჯერად კი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 4216 4-ს მოსწონს
|