სხვა პირველაღმომჩენების თვალით დანახული ტუტანჰამონის სარკოფაგი 2014, 23 ნოემბერი, 14:01 ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაა ცნობილი, რომ თითქმის ერთი საუკუნის წინ, კერძოდ 1922 წელს ეგვიპტეში აღმოაჩინეს სახელგანთქმული ფარაონის ტუტანჰამონის აკლდამა, რომელშიც ფარაონის მუმიასთან ერთად დიდძალი განძეული იქნა ნაპოვნი. სამარხის გახსნისა და გამოკვლევის პროცესს ფოტორეპორტიორებიც ესწრებოდნენ, ამიტომ ისტორიას შემორჩა ამ ფაქტის ამსახავი უნიკალური ფოტოსურათები.
მაშ ასე..1922 წელი...ეგვიპტე... ჰოვარდ კარტერი, მეცნიერი და მკვლევარი, ტუტანჰამონის სამარხის აღმომჩენი, რამაც მას მსოფლიო დიდება მოუტანა ლორდი კარნარვონი, ჰოვარდ კარტერის პარტნიორი, დამფინანსებელი ეგვიპტის ექსპედიციისა, რომელსაც ბევრი აბსურდულად და გიჟურად თვლიდა სარკოფაგში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი, რომელიც მის შესასვლელში იყო განთავსებული. ცენტრში მოსჩანს ფარაონის განსასვენებული ურნები ფარაონ ტუტანჰამონის შინაგანი ორგანოებით (როგორც წესი, მათ განცალკევებულად აბალზამირებდნენ და ინახავდნენ სპეციალურ ჭურჭელში) ორი ქანდაკება, რომლებიც ფარაონის მცველებს ასახიერებდნენ. ისინი წარმოადგენდნენ გუშაგებს, რომლებიც ფარაონის მყუდროებას იცავდნენ. კედელში მოჩანს სარკოფაგის მოოქროვილი ნაწილი, რომელიც ლამის მთელ სამარხს იკავებს აკლდამაში აღმოჩენილი განძეულის ნაწილი: ანუბისის ოქროს ქანდაკება, რომელსაც ტანზე ზეწარი აქვს შემოხვეული, ხოლო ყელზე ყვავილების საყელური. ანუბისი ფარაონების აკლდამებში დამარხული განძეულის მცველად გვევლინებოდა ჰოვარდ კარტერი ხსნის ფილას, რომელიც სარკოფაგს ერტყმის გარშემო. მის გახსნას 82-დღიანი მძიმე შრომა დასჭირდა საუკუნეების განმავლობაში ხელშეუხებელი ბეჭედი, რომლითაც სარკოფაგი იყო დაბეჭდილი: ძველ დროში მძარცველებს საშინლად ეშინოდათ ფარაონების შურისძიებისა და მათ სამარხებს ახლოს არ ეკარებოდნენ ჰოვარდ კარტერი მტვერს აცლის ტუტანჰამონის სარკოფაგს ჰოვარდ კარტერი და ექსპედიციის ინჟინერი არტურ კალენდერი ერთ-ერთ ქანდაკებას ამაგრებენ საზიდარზე, რათა მისი ამოტანა სარკოფაგიდან დაუზიანებლად მოხდეს, ეგვიპტელი კი კარტერს ეხმარება ქანდაკებისთვის ტილოს შემოხვევაში, რომ ის დაიცვან დაზიანებისაგან ტუტანჰამონის სამარხის მკვლევართა გუნდი 617 9-ს მოსწონს
|