კულტურა ცნობილი დედები და მათი არანაკლებ ცნობილი ქალიშვილები 2014, 23 ნოემბერი, 21:49 ისინი რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს ახალგაზრდობაში, მაგრამ წლები ყველაფერს ცვლის ადამიანში - ხასიათის გარდა - წერს Woman's Day .
ჰოლდი ხოუნი და მისი ქალიშვილი ქეით ჰადსონი - ჰოლივუდის ყველაზე მხიარული და ოპტიმისტური მსახიობები. ორივენი კომედიური ჟანრის მსახიობები არიან, რომლებიც კეთილგონივრულად კონტაქტობენ როგორც ჟურნალისტებთან, ასევე თაყვანისმცემლებთან.როგორც ამბობენ, ქეითი - " ეს პატარა ჰოლდია".ინტერვიუში მსახიობი ამბობს, რომ დედა მისი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა: – " ჩვენ არა გვაქვს საიდუმლო და ერთმანეთს გულრწფელად ვუყვებით პირადი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალსაც კი". საინტერესო და იდუმალებით მოცულია ლივ ტეილორის დედის ბებე ბიუელის წარმატებული ცხოვრების კარიერა სამოდელო სამყაროში. ის გასული საუკუნის 60 - იანი წლების ერთ - ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.ამიტომაც მას უამრავი რომანი ჰქონდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიცაა: დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი, როდ სტიუარტი, ტოდ რუნდგრენომი.თავისი ერთადერთი ქალიშვილი ლივ ტეილორი კი როკ - ჯგუფის სოლისტისგან სტივ ტეილორისგან გააჩინა, რის შესახებაც ლივმა 10 წლის ასაკში შეიტყო. თავდაპირველად ლივმაც დედის მსგავსად სამოდელო სამყაროში მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ მალევე მამასთან საუბრის შემდეგ მან გადაწყვიტა მსახიობობა. ინტერვიუში ის საუბრობს, რომ დედისგან საერთოდ განსხვავებულია, რადგან ბებე " ბლანდინკაა", თუმცა ყველა მიხვდება, რომ მსახიობს აქ დედის პირადი ცხოვრება ჰქონდა მხედველობაში და არა მისი თმის ფერი, რომელიც ნაკლებად აინტერესებს საზოგადოებას. მარშელინა ბერტრანი და მისი ქალიშვილი ანჯელინა ჯოლი. მსახიობი მხოლოდ სამ ფილმში მონაწილეობდა და მთელი თავისი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა. ამის შესახებ არა ერთ ინტერვიუში უთქვამს თავად ანჯელინას და ისიც საგულისხმოა, რომ მსახიობი მუდამ სერიოზულად განიცდიდა დედის ადრეულ ასაკში გარდაცვალებას: - " მე მუდამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ის სადღაც ჩემს გვერდითაა".90 - იანი წლების მიწურულს მარშელინს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და 2007 წელს გარდაიცვალა. შვილებმა ძალიან გაიცადეს დედის სიკვდილი და განსაკუთრებით ანჯელინამ - წერს წყარო.2013 წელს კი მსგავსი დაავადება ჯოლისაც აღმოაჩნდა, მაგრამ - " ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მე ვიცი, რა ძნელია როდესაც უახლოესი ადამიანი სამუდამოდ გტოვებს. მე მყავს 6 შვილი და არა მაქვს უფლება, მათ გული ვატკინო".დემი მური და მისი ქალიშვილი რუმერ უილისი.პირველი წარმატებული ნაბიჯები კინოკარიერაში, თუმცა არც თუ პოპულარული, მაგრამ მას მომავლის იმედი აქვს, ოპტიმისტურ განწყობაში კი დედა დემი მური ეხმარება. მსახიობს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ეშტონ კატჩერთან განშორების შემდეგ და როგორც წყარო წერს, მხოლოდ რუმერი დაუდგა ამ მძიმე წუთებში დემის მხარში.ბლაიტ დანერი ქალიშვილთან - გვინეტ პერტლოუსთან ერთად.გოგონამ დედის გზა ანუ მსახიობობის პრიფესია აირჩია, ვაჟი კი მამამისივით რეჟისორი გახდა.არა ერთხელ აღუნიშნავს გვინეტს, რომ დედა მისი სულის ნაწილი და ყველაზე საუკეთესო მეგობარია, რამდენადაც ის ყოველთვის დედისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობს, ეს შეეხება როგორც კარიერას, ასევე გვინეტის პირად ცხოვრებას.ჰოლივუდის ვარსკვლავს ბევრჯერ უთქვამს, რომ დედასთან კეთილი კავშირები აძლიერებდა მას.ეს ურთიერთობა კი უფრო გაძლიერდა მამის გარდაცვალების შემდეგ.როგორც წყარო წერს, მსახიობი დედა - შვილი გარეგნობით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც შეეხება ხასიათს, გვინეტი როგორც ემოციური და არაორდინალური ქალბატონის იმიჯითაა ცნობილი, ბლაიტ დანერი კი ქალიშვილის ანტიპოდია.70 -იანი წლების სუპერმოდელი და მიკ ჯაგერის ყოფილი მეუღლე ჯერი ჰოლი, რომლის გზას დაადგა ქალიშვილი ჯორჯია მეი ჯაგერიც და სრულიად ახალგაზრდა შესანიშნავი და წარმატებული მოდელი გახდა. ამჟამად 22 წლის ჯორჯია ისეთი ცნობილი ბრენდების სახეა, როგორიცაა: " с Rimmel, Calvin Klein, Versace" и многими другими. როგორც ჯორჯიამ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა: – " მე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ დედას დავმსგავსებოდი და ბავშვობიდან მის ტანსაცმელებს ვირგებდი, შემდეგ მანერებს სარკესთან ვხვეწდი და ვფიქრობ, რაღაც გამომივიდა". 447 12-ს მოსწონს
|