საქართველო მორიგი დაპირისპირება: ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი ლალი მოროშკინას უჩივის? 2014, 21 ნოემბერი, 19:24 ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი და ლალი მოროშკინა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. "ჩემს მეუღლეს პირადად ესროლა ბაჩო ახალაიამ საკანში, როდესაც ცნობილი ციხის ბუნტი იყო. ეს იყო პირადად მასზე ნასროლი ტყვია, მაშინ მას თანამესაკნე გადაეფარა და ის გარდაიცვალა"-განაცხადა ლალი მოროშკინამ. მოროშკინას მტკიცებით, მისი მეუღლე, ირაკლი ჯაფარიძე ჩივილს არ აპირებს, ფიქრობს, რომ ახალაია საკმარისადაა დასჯილი. ლალი მოროშკინას ამ სკანდალურ განცხადებას ანი ნადარეიშვილიც გამოეხმაურა. "სასწრაფოდ ვითხოვ გამოძიებულ იქნას ამ "უსახელო და უგვარო პატიმრის მკვლელობის" ამბავი და თუ არ დადასტურდება, ვითხოვ მოროშკინა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ცრუ დასმენისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373 მუხლის თანახმად! პ.ს. მოროშკინა გაემზადე!!!"-წერს ანი ნადარეიშვილი. ბაჩო ახალაიას მეუღლემ მოგვიანებით ლალი მოროშკინას წარსულის შეცდომები შეახსენა: "მოროშკინა, ბაჩო ახალაია ვინც არის ყველამ კარგად ნახა უკვე, თუმცა ისიც ნახა მთელმა საქართველომ, პირდაპირ ეთერში, შენ როგორ ჩაარტყი ადამიანს ჩანგალი და გაიმეტე მოსაკლავად. საერთოდ როგორ იღებ ხმას, თუმცა თქვენიც მესმის, მიჯაჭვული პატიმრების თემა გაქვთ გადასაფარი". საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. დაკითხავს თუ არა პროკურატურა მოროშკინას მეუღლეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განახორციელებს თუ არა ანი ნადარეიშვილი მუქარას სულ მალე გავიგებთ. ყველაფერს ფარდა სამომავლოდ აეხდება, თუმცა როგორც წესი სოციალურ ქსელებში დაწყებული დაპირისპირებები სასამართლომდე იშვიათად მიდის. 678 4-ს მოსწონს 1-ს არა
|