x
image
jango
ცოლმა ქმარი ციხეში ჩასვა კატის გულისთვის

imageსაინტერესო რამ მოხდა ვაშინგტონში, ცოლმა თავის ქმარს სასამართლოში იმიტომ იჩივლა, რომ მან ოჯახის კატა მოკლა. როგორც ქალი ამბობს, მისი ქმარს არ უყვარდა კატა და ბევრჯერ სცემდა ხოლმე. ქმრის დანაშაულის დასამტკიცებლად ფლორესმა Steamboat-ის კლინიკის ვეტერინარებს მიმართა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ფისო მართლაც ცემის შედეგად მოკვდა. სასმართლომ გამოუტანა განაჩენი 90- დღით პატიმრობა და შემდეგ კატებთან კონტაქტის აკრძალვა. ამ განაჩენმა პატიმრის ცოლი გაანაწყენა და სარჩელი ხელთავიდან შეიტანა. სასამართლომ თავიდან გადახედა და ამ ყველაფერს კიდევ 25000 დოლარიც დაუმატა. 15 ათასი კატის მოკვლის გამო, ხოლო 10 ათასი - ცოლისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მამაკაცის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს ეთანხმება და გასაჩივრებას არ აპირებს. როგორც ამბობენ ამერიკაში ცხოველებს ძალიან აფასებენ და ვინც არ დააფასებს ასეთი დღე ელოდება. ასევე გეტყვით, რომ რამდენიმე კვირის წინ კაცმა ძაღლი მოკლა ქუჩაში, რომელიც პოლიციამ დაინახა და 3 -თვიანი პატიმრობაც მიუსაჯა. ასე, რომ არის ქვეყნები სადაც ცხოველის მოკვლას არ გაპატიებენ. საქართველოში კაცმა თუ გარეთ მყოფი უპატრონო ძაღლი მოკლა არ დაიჭერე, მაგრამ თუ პატრონიანი ძაღლი მოკლა და პატრონმა უჩივლა, საქართველოშიც ვერ აცდება სასჯელს. ერთი სიტყვით ყველა ადმიანი ვალდებულია დაიცვას ცხოველები. დაუშვებელია უპატრონო ცხოველისთვის რაიმეს დაშავება, რადგან მათაც ისეთივე გული აქვთ, როგორც პატრონიან ცხოველს.

1
91
3-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
91
  
2012, 28 მაისი, 12:01
სწორედაც მოიქცა
0 1 1